,,არ მეგულება ქვეყანა, სადაც სამი ვერტმფრენით გადაადგილდება მინისტრი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე"
პოლიტიკა - 16:18, 11 Jan, 2016     5634
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიუღებელს უწოდებს პანკისის ხეობაში მინისტრების სამხედრო ვერტმფრენით ჩასვლის ფაქტს.

ამის შესახებ შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

ექსმინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობის დაშინებისთვის არ იყო გამიზნული.

„სამი სამხედრო ვერტმფრენის გამოყენება მინისტრების ჩასაყვანად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიუღებელია. თუ ჩვენ ვინმეს რამით ვაშინებთ, მაშინ ვთქვათ, რომ ვცდილობთ დავაშინოთ ჩვენი მოსახლეობა. იმედია ამის მიზანი არ იყო ვინმეს დაშინება. თუ ეს იყო სუფთა პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომ მინისტრები მალე ჩასულიყვნენ პანკისში, შევახსენებ მათ, რომ არის 18 ადგილიანი „სუპერ პუმა“, რომელიც განკუთვნილია, რომ ადამიანების დიდი მასა დანიშნულ ადგილზე სწრაფად გადაიყვანოს. არ მეგულება ქვეყანა, სადაც სამი ვერტმფრენით გადაადგილდება მინისტრი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მიუღებელი სუფთა პრაქტიკული და სუფთა კომუნიკაციური თვალსაზრისით. თუ ჩვენ ესეთი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან, რომ ჩვენი მინისტრები ადგილზე სამხედრო ვერტმფრენებით ჩაგვყავს, ეს არასწორია. იმედია არავის ესეთი „ბრძნული აზრი“ არ მოუვიდა, რომ პანკისში სამხედრო ვერტმფრენებით მოსახლეობა დაეშინებინა. თუმცა ამ შთაბეჭდილებას ტოვებს“, - ამბობს შაშკინი.

ექსმინისტრის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენებს ფრენის ლიმიტი აქვთ და მათი გამოყენება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს.

„ამ ვერტმფრენებს ფრენის ლიმიტი აქვთ, შემდეგ ჩერდება და უტარდება რემონტი. ყველა ვერტმფერნს აქვს თავისი ფრენის საათი. ყოველთვის ძალიან მკაცრად ხდება კონტროლი ფრენის საათების, რომ ფრენის საათები მაქსიმალურად გამოყენებული იყოს იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ვერტმფრენებია. ეს არის სამხედრო და სამაშველო ოპერაციები. საერთოდ კარგი იქნებოდა, რომ ჩვენმა მთავრობამ მეტი თავდადებულობა გამოიჩინოს მოსახლეობასთან ურთიერთობაში და მეტი დიდგულობა რუსეთთან ურთიერთობაში და არა პირიქით“, - განაცხადა შაშკინმა.

შეგახსენებთ, გუშინ პანკისში თავდაცვის მინისტრი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და განათლების მინისტრი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42