კალაძე-ივანიშვილის შექმნილი მითი "აზერბაიჯანისგან ენერგოდამოუკიდებლობაზე"- აზერბაიჯანული მედია
პოლიტიკა - 15:29, 11 Jan, 2016     4167

გაზთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს მთავარ მომმარაგებელ აზერბაიჯანს კითხვებს უჩენს. აღნიშნულ საკითხს აზერბაიჯანული მედია აქტიურად აშუქებს.

„საინტერესოა მიზეზი, რის გამოც ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანის მხრიდან გაზმომარაგებაზე არანაირი პრობლემა არ შექმნია, ისწრაფვის, დაარღვიოს კავშირები ისეთ სანდო პარტნიორთან და მომწოდებელთან, როგორიც ბაქოა. ჩნდება კითხვა, ვინ უფრო მეტს დაკარგავს ასეტი პოლიტიკით საქართველო თუ აზერბაიჯანი? ძნელია გაიგო კონკრეტულად რა დგას საქართველოს ხელისუფლების მცდელობის უკან, რომ დაუბრუნდეს გაზმომარაგების რუსულ მიმართულებას, მაშინ როცა მთელი ევროპა იქიდან თავის დაღწევას ცდილობს?“- წერს აზერბაიჯანული მედია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თუ საქართველო მაინც გადაწყვეტს რუსულ გაზსს დაუბრუნდეს, აზერბაიჯანი გაზის იმ მოცულობას რომელსაც საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას გარკვეულ ფასში აწვდიდა, თურქეთში ან ევროპაში გაიტანს:

„ის მოცულობა, რომელიც ახლა საქართველოს გაზმომარაგებაში მიდის აზერბაიჯანს შეუძლია თურქეთში ან ევროპაში გადაამისამართოს და მისთვის უფრო მომგებიან ფასში გაყიდოს. თურქეთიც და ევროპის ქვეყნებიც მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერები იქნებიან იმით, რომ რუსული გაზის ალტერნატივად აზერბაიჯანული გაზის დამატებითი მოცულობა გამოუჩნდებათ.“- წერს trend.az

ამასთანავე trend.az- აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ მუბარიზ აჰმედოღლუსთან ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომლის თქმითაც რუსეთს ყოველთვის უნდოდა საქართველოს გავლით სომხეთის გაზმომარაგების პირობები შეეცვალა, რადგან ტრანზიტის დაწესებულ ტარიფს ყოველთვის პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ანალოგიურ მსოფლიო ტარიფებს 2,5-ჯერ აღემატება. „გაზპრომი“ არც კი მოელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს შეცდომას დაუშვებდა და „გაზპრომს“ თავისი სურვილების განხორციელების საშუალებას მისცემდა:

„ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა მითმა „აზერბაიჯანისგან ენერგოდამოუკიდებლობის“ შესახებ „გაზპრომის“ სურვილს ახალი წინსვლა მისცა. „გაზპრომმა“ მაშინვე ისარგებლა ამით. უკვე ახლავე შიეძლება ითქვას, როგორ და რა პირობებით დასრულდება ეს „ენერგოდამოუკიდებლობის“ თამაშები. ეს თამაშები დასრულდება მაშინ, როცა რუსეთი სომხეთში გაზის ტრანზიტის ტარიფს 10 დან 5 პროცენტამდე დაწევს. შესაძლებელია, „გაზპრომი „ არ ელოდა, რომ ქართველები ასეთ სერიოზულ შეცდომას დაუშვებდნენ. უფრო შესაძლებელია, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზული მიზეზები აქვს. „- აცხადებს პოლიტოლოგი და ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ გაზპრომის ერთ-ერთი აქციონერი სწორედ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

„კახა კალაძის შთამაგონებელ წყაროს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს“- აცხადებს მუბარიზ აჰმედოღლუ. მისი თქმით საუბარი იმაზე რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ირანიდან საქართველოში გაზის შემოტანაც იგულისხმება აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არარეალურად მიიჩნევს. მისი თქმით ირანიდან სომხეთში მიმავალი მილი მცირე შესაძლებლობისაა. საქართველოს და სომხეთის დამაკავშირებელ მილში კი გაზი ავერსულ რეჟიმში საქართველოდან სომხეთისკენ მიემართება, ამ მილში რევერსულ რეჟიმში (ირანი-სომხეთი-საქართველო) გაზის გაშვებისთვის კი დრო და ფინანსებია საჭირო. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის თქმით, კალაძეს ამ ნაბიჯით აზერბაიჯანის „ დასჯა“ სურდა, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს უახლოეს მომავალში ამ მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარა გაიგებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარეა აზერბაიჯანი და აზერბაიჯანული ფაქტორი რეგიონის ენერგომომარაგებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42