ბლოგერი გურამ შეროზიას კრიტიკული პოსტი უსექსობითა და უიღბლობით გაბოროტებულ ადამიანებზე
სოც.მედია - 13:27, 11 Jan, 2016     3700

ბლოგერი გურამ შეროზია ბლოგ-პოსტს აქვეყნებს, რომელიც იმ ადამიანებს ეხება, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის უკმაყოფილოა და აგრესიის გამოსავლენად საბაბს ყოველთვის პოულობს. გურამ შეროზია კი ამ ყველაფერს მაინც უ-პრობლემებს, უ-პონტობას, უ-იღბლობას, უ-სექსობას, უ-ა.შ.-ს მიაწერს.

„აი ის ფრენდები, მუდმივად სიძულვილს რომ ღაღადებენ ბაგენი მისნი…

1. ჯერ იყო და სეკრეტ სანტა ამოგვადინეს ყელში: ვის არ ჰყოლიაო, რა ტვინი წაიღეთო, მოგიტ… სეკრეტ სანტაო, ზოგმა საერთოდ იტყუებით და საკუთარ თავს უკეთებთ სიურპრიზებსო…

2. მერე მოთოვა, ხალხიც აჟიტირდა, გაბედნიერდა. აქაც არ დააყოვნეს ჰეითერებმა და დაერივნენ თოვლით გაბედნიერებულებს, ერთფეროვნებაში დაადანაშაულეს, როცა თავად ჰეითერების პოსტებიც ზუსტად ერთფეროვანი სიძულვილით იყო გაჯერებული.

3. საშობაო ეპისტოლეს წინა დღეებში, წინასწარ გააქტიურდნენ რელიგიური ზომბები: ახლა პატრიარქის ეპოსტოლეს ეს ნაბიჭვარი ათეისტები გააკრიტიკებენო, ყელს გამოვჭრითო, ბოზიშვილივიყო მაგათ დედებს შევე…თო… ვგიჟდები ეკლესიის ასეთ ეკლესიურ-მადლიან ინტელექტუალურად დამცველებზე და ეს ის მოვლენაა, რაზეც არ/ვერ მაქვს კომენტარი.

4. ზაზა ფაჩულია, ჩვენი მხარდაჭერით ვაწუხებთ ღრმად დახვეწილი პოსტების მქონე ფრენდებს, ტვინი წავიღეთ, დავზომბდით, თუმცა ავიწყდებათ ჰაიდის ფუნქციაც, გამოხატვის თავისუფლების ცნებაც, სხვა ყველაფერიც, უბრალოდ აღარ იციან როგორ გამოირჩნენ მასისგან, გახდნენ ორიგინალურები და მსგავსი დაბალი დონის გამოხტომებით გვიშლიან ან ვერ გვიშლიან ნერვებს, მშვიდობიან და საერთო მიზნისთვის შეკრულ ადამიანებს :)

5. სიგარეტის გაძვირება – რა კარგიაო, აღარ აგვაყროლებთო მწეველებიო, ერი უფრო ჯანმრთელი იქნებაო. თითქოს, ჩემი ჯანმრთელობა ჩემზე მეტად გადარდებდეთ, ან ჩემს გვერდით ყოფნას და გამონაბოლქვის სუნთქვას გაძალებდეთ ვინმე, მოკლედ, სხვის პრობლემაზე მოხორხოცე ფრენდებმა აქაც არ დააკლეს არცერთი მისხალი… ამას კიდევ ის დაუსრულებელი ხუმრობები ჯობდა, სიგარეტის განვადებაზე, “პარლამენტით” პარტნიორების შოვნაზე, ა.შ.

6. ეს ის ხალხია, ვინც ზაფხულში შორტებში გადაღებულ ფოტოებს აპროტესტებდნენ (თითქოს ჩადრით უნდა გვევლო ყველას), მერე სკოლის დაწყებისას, ბავშვებს დააყარეს ქოქოლა, რა ტვინი გაბურღეთ, გავიგეთ, გავიგეთო, იმაზეც კი გაგვაკრიტიკეს, სირიელ ბავშვებზე ასე შორიდან რომ ღელავთ ნეტა ვინმე რამის მაქნისი იყოთო, თავად ალბათ საზღვარზე იდგნენ იარაღით აღჭურვილები და მათ დასაცავად შესვლას ითხოვდნენ.

7. წინასწარ მეშინია ზამთრის კურორტების, ბაკურიან-გუდაურზე ატეხილი ისტერიკის, კორპორატიულების ფოტოებს რომ გამოვაქვეყნებთ, სეკრეტ სანტას აგრესიის მეორე ეტაპი დაიწყება და ასე უსასრულოდ… განსაკუთრებით საყვარლები ის ფრენდები არიან, ამ ღრმად ინტელექტუალური ფორმით, აგრესიას ლათინური შრიფტით რომ აფიქსირებენ, მორფოლოგია, სინტაქსი, ა.შ. რა ცხოველებია – წარმოდგენა რომ არ აქვთ და მაინც რომ არ ეზარებათ სიბრძნეების ფრქვევა. :)

მოკლედ, მიზეზების გამოსაკვლევად და ანალიზის ჩასატარებლად არც დრო მაქვს და არც მოტივაცია, შესაბამისად, მარტივად მივაწეროთ ეს ყველაფერი უ-პრობლემებს: უ-პონტობას, უ-იღბლობას, უ-სექსობას, უ-ა.შ.-ს.

ჰოდა, ჩემო აგრესორო საზოგადოებავ, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ, თუ მაინც არ გეშველათ, მაშინ ისევ ხელი გაანძრიეთ, ამჯერად უკვე პირდაპირი გაგებით.

გისურვებთ/ვისურვებ სიმშვიდეს, გაგებას და სოლიდარობას, მეტ პოზიტივს და ნაკლებ უ-ს“- წერს გურამ შეროზია საკუთარ ბლოგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42