პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე მოსახლეობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კავშირის შესუსტებაზე საუბრობს.
თუმცა როგორც კობახიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ამბობს, ვითარება გამოსწორდება და „ქართული ოცნება“ პრობლემების გადაჭრაში მოსახლეობასთან ერთად ჩაერთვება.
"თუ NDI-ის კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60 %. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






