"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს. მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება. ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.
ვაღიარებთ, რომ პარტია პასიური იყო და ძირითადად, არჩევნების პერიოდში აქტიურობდა. შესაბამისად ბევრი პრობლემაც დაგროვდა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, გაზაფხულიდან კი გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ სისრულეში მოვიყვანთ. ჩვენს პარტიას ბრენდირებისა და პიარის ნაკლებობის პრობლემა აქვს. რეალურად კი, საქართველოში მოქმედ კოალიციურ თუ არაკოალიციურ პარტიებზე 10-ჯერ ძლიერი სტრუქტურა გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ, ადამიანური რესურსებითა და გამოცდილებით დანარჩენ პარტიებზე წინ ვართ. მიუხედავად ამისა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და ”ქართულ ოცნებას” შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






