,,რუსული გაზი, რუსული რკინიგზა, რუსული პროპაგანდა - ეს არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება დღესდღეობით დაუთმოს დამპყრობელს მისივე მარიონეტმა ხელისუფლებამ. ბელორუსის ხელისუფლება იყო ლიდერი და შემდეგ ალბათ, სომხეთის ხელისუფლება გამოირჩეოდა, სხვათა შორის, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულებით. ერთსაც და მეორესაც გადაასწრო ჩვენმა ხელისუფლებამ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ლოიალობასთან კი არ გვაქვს საქმე, საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ, უპირატესად დამპყრობელი რუსეთის ინტერესების სამსახურთან.
იმედი, რომ მთლად არ ჩაბარდებოდნენ ოკუპანტს, ჩაბარდა წარსულს. როგორც სჩანს ეს ყველაფერი ძალიან მალე განხორციელდება და მერე გინდა - საბჭოთა კავშირში ვიყოთ და გინდა - ევრაზიულ კავშირში.
ახლა საკითხი შეიძლება დასვათ მხოლოდ ასე - ,,მოქმედების დროა".
1. პრეზიდენტი - ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა გააქტიურდეს და არა ბალანსის მიმართულებით, (აქამდე ეს სწორი იყო, რომ არა მთავრობის უგუნურობა), არამედ ეროვნული ინტერესების დასაცავად მარიონეტებთან დაპირისპირების მიმართულებით, ეს მას კონსტიტუციით ევალება. სწორედ პრეზიდენტი აგებს პასუხს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
2. ხალხი და სახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები მარიონეტებისთვის უნდა იქცეს გადაულახავ ბარიერად, თვით ქუჩის ჩათვლით.
მხოლოდ რადიკალური მოქმედებები პროპუტინური პოლიტიკის წინააღმდეგ გადაარჩენს საქართველოს კიდევ ერთი 1921 წლისგან“- აცხადებს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






