აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ინიცირება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ გვიწევს ამ საკითხის განხილვა და შეხსენება, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ოკუპანტ, აგრესორ სახელმწიფოს, რაც გამორიცხავს მასთან ნებისმიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი, ასევე საზოგადოებრივი და მორალური თვალსაზრისით.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გაზპრომი, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა, წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო აპარატის განუყოფელ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ნების ფორმირებაში მონაწილე უმნიშვნელოვანეს რგოლს.
შესაბამისად, საქართველოს მხრიდან გაზპრომთან თანაშრომლობა, ვითომდა ეკონომიკური და ენერგოსტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს პარტნიორ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 319
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






