პრეზიდენტი და პირველი ლედი წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ
პოლიტიკა - 22:29, 09 Jan, 2016     1632

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც წელს ყვარელში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დაიწყო ზურაბ ჟვანიამ. მის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რომ გამოეყო საქართველოში უმნიშვნელოვანესი, ის რაც არის ხელოვნება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რომელიც ამაში არის ჩართული. მაშინ შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ დღეს უკვე მემკვიდრეები ვართ ამ პროცესის. მადლობა ნინოს, რომ ზურას ეს წამოწყება განაგრძო და ახალი ძალა შემატა.

მინდა მოგილოცოთ ნომინანტებს, ლაურეატებს, ყველას ვინც მონაწილეობთ ამ პროცესში გისურვოთ წარმატება და მომავალი შემოქმედებითი გამარჯვება. იცოდეთ, რომ მუდმივად მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვარ და ვცდილობ, რომ განვაგრძო ის მნიშვნელოვანი წამოწყებები, რაც იყო საქართველოში და ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება,”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

წინანდლის პრემია საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მეორე წელია გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.

პროექტის საკონკურსო ეტაპზე გამოვლენილ ნომინანტებს შორის 19 გამარჯვებული დასახელდა.

საქართველოს პრეზიდენტმა წინანდლის პრემიის სპეციალური პრიზი განსაკუთრებული მიღწევისათვის ახალგაზრდა მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს გადასცა.

წინანდლის პრემია 1998 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებას და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას ისახავს.

ღონისძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42