,,გაზპრომთან კონტრაქტი მთავრობის რუსული თამაშია“ - დავითაია პრემიერის შეცვლას ,,გაზპრომს“ უკავშირებს
პოლიტიკა - 20:40, 09 Jan, 2016     3154
რუსულ ,,გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებებს ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ,,ნიუპოსტთან" აცხდებს, რომ დღეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო რუსული პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეს. დავითაია ფიქრობს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები იყო მთავრობაში განხორციელებული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი.

,,როგორც ცნობილია, რუსულ ,,გაზპრომთან“ მზადდება კონტრაქტი და ამას ახმაურებენ თავად გაზპრომის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ცხადაყოფს თუ რატომ გახდა აუცილებელი საქართველოს მთავრობაში ცვლილებების განხორციელება, საუბარია პრემიერ-მინისტრის ცვლილებაზე. თქვენ გახსოვთ, როცა გახმაურდა ,,გაზპრომთან“ დაკავშირებული პირველი ცვლილებები, ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს ასე არ იქნებოდა, იქვე გახსოვთ ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კალაძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ დასრულდა მოლაპარაკება. რეალურად მაშინდელმა პრემიერმა ეს უარყო“ - აცხადებს ევროპელი დემოკრატების ლიდერი.

დავითაია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი გაგდებულია მთავრობიდან - ,,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... მოყვანილია ისეთი პრემიერი, რომელიც ხმის ამომღებიც არ არის და ამ ფონზე ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას გაზპრომიდან, რომ მზადდება სერიოზული კონტრაქტი“ - აცხადებს პაატა დავითაია.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართელო მჭიდრო კავშირში იყოს რუსეთთან. ,,ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ ივანიშვილი სწორედ ამ დავალებითაა მოყვანილი რუსეთის მხრიდან“ - მიიჩნევს დავითაია. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი წინ უნდა აღუდგეს საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნებას.

,,ამ კონტრაქტების ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალი ნაბიჯი შეიძლება იყოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. ეხლა გამოვლინდა სწორედ ის თუ რატომ არის გაგდებული ღარიბაშვილი მთავრობიდან. ჩვენ ყველა ერთად - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი წინ უნდა აღვუდგეთ ამ პროცესებს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო წყვეტს კავშირებს გაზპრომთან, ამ დროს საქართველო აპირებს მჭიდრო ურთიერთობას. ჩვენ საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები და მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, რომ დაველაპარაკო დიპლომატებს იმის შესახებ, რომ საქართელოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს რუსეთისკენ გეზის ასაღებად“ - აცხადებს ,,ევროპელი დემოკრატების“ ლდიერი.

რამდენად შესაძლებელია ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს გარიგება არის პოლიტიკური ხასიათის, დავითაია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის განცხადება განპირობებულია იმით, რომ ის გაზის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მისი თქმით, საქართველოს ასეთი ნაბიჯი არათუ გააფუჭებს, არამედ ძალიან დაძაბავს აზებაიიჯანთან ურთიერთობას.

,,ალიავმა მიანიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რათა საქართველო რუსეთის პოლიტიკურ წნეხში მოექცეს. დააკვირდით რა ხდება? რუსეთის აგენტურული ქსელი გააქტიურებულია და ამ დროს სუს-ი არანირ მუშაობას არ აწარმოებს ამ მიმართლებით და ის გადაიქცა სუფთა წყლის პოლიტიკურ პოლიციად. გაზპრომის წარმოამდგენლები უკვე ღიად ასაჯაროებენ ინფორმაციას. რეალურად ეს არის სუფთა რუსული თამაში და როგორც აღვნიშნე, მომდევნო ნაბიჯი იქნება რკინიგზა“ - აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ ქართულმა საზოგადოებამ დასკვნა უნდა გააკეთოს - ,,2016 წელს ეს ხელისუფლება მოსაშორებელია და ეს მთავრობა გასაყრელია კაბინეტებიდან“ - აცადებს დავითაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42