,,საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან... მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს...“ - ირაკლი კაკაბაძე
სოც.მედია - 15:11, 09 Jan, 2016     28833
ირაკლი კაკაბაძე საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.

,,ნეტარ იყვნენ ღატაკნი

რამეთუ მათია სასუფეველი ცათა

დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს.

სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა 'ბურჟუა' მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. 'რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია'. დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.

და დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ მომხვეჭელობის კულტია. დღევანდელი დღის ფსევდო მას-კულტურამ სწორედაც რომ ასეთი მახინჯი იდეალი მოიტანა. უცნაურია, მაგრამ 1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში 'დემოკრატიის პორნოგრაფიაა', სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.

დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს 'სხვა'. მაშინ არის ადამიანი ადამიანი.

პრუდონი ამბობდა რომ კერძო საკუთრება არის ქურდობა. მართალი იყო პრუდონი. ენგელსი ამბობდა რომ კერძო საკუთრება სახელწიფი ტერორის მანქანასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა. მართალი იყო ენგელსიც. ქრისტე ამბობდა რომ რაც გაცვია გაიხადე და გაჭირვებულს მიეციო. ის არ იყო კერძო საკუთრების მფლობელი. ის იყო იდეალური არსება. და ის არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც მაჰათმა განდი არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც ილია მეორე არ ფლობს კერძო საკუთრებას.

ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში.

ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.

დაიხ, მართალნი არიან ნეგრი და ჰარტი - როცა ისინი ამბობენ - ჩვენ გვინდა საერთო საკუთრება.

დიახ - ამაზე ლაპარაკი საშიშია. დიახ, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. მაგრამ - ამის კეთება სიყვარულია.

მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება.

უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.

ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის 'მოქალაქე კეინი' - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.

პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით.

მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება.

სიხარბე ანგრევს ადამიანს.

სიყვარული აშენებს მას“ - წერს კაკაბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42