ექსკლუზივი: ნარმანიას მერობიდან გაუშვებენ, სანაცვლოდ კი ,,ქართული ოცნების“ სიის ათეულს ინაღდებს
პოლიტიკა - 12:10, 09 Jan, 2016     22264
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, წისაარჩევნოდ მორიგი ხმაურიანი გადადგომა იგეგმება, საუბარია თბილისის არჩეულ მერზე.
სანდო წყარო გვიყვება, რომ დავით ნარმანიას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდა, რომ ყოფილი პრემიერი მოქმედი მერის სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს.
"დავით ნარამანიას გადადგომა გარდაუვალია, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ არჩეული მერის გადაყენება მმართველ პოლიტიკური ძალის წისქვილზე არ ასხამს წყალს. გადაწყდა, რომ ნარმანია საკუთარი სურვილით დატოვებს თანამდებობას, სანაცვლოდ კი საარჩევნო სიის ათეული გარანტირებული აქვს. ნარმანიამ თბილისის მერად ვერ ივარგა, ოცნებაში ფიქრობენ, რომ ეკონომისტი ნარმანია პარლამენტში ბევრად პროდუქტილი იქნება"- გვითხრა წყარომ.
მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას "ნიუპოსტი" ქართულ ოცნებაში შეეცადა.
გიორგი ვოლსკის თქმით, გარკვეული უკმაყოფილება თბილისის მერის მისამართით არსებობს, თუმცა მეორე მხარესაა ის წარმატებული პროექტები, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს განხორციელდა.
"დავით ნარმანიამ დაწყებული პროექტები უნდა დაამთავროს და ახალი პროექტები უნდა დაიწყოს"- გვითხრა უმრავლესობის დეპუტატმა.
ნარმანიას მიმართ კოალიციის შიგნითაც არსებობს უკმაყოფილება მისი გადადგომის აუცილებლობა ხშირად დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელმა წასვლამ ამ დავას წერტილი დაუსვა.
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მერობისთვის აქტიურად ამზადებს.
კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე მერი ლაშა აბაშიძე შეასრულებს, თუმცა გადაგომიდან 60 დღეში მერის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომელზეც არაოფიციალური ინფორმაციით, სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღრიბაშვილი იქნება.
კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგომას სწორედ ამ სქემით „დათანხმდა“. შეგხსენებთ, რომ ნარმანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, წინასაახალწლოდაც გავრცელდა. თუმცა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. “არ ვაპირებ გადადგომას. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ნარმანიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42