„ნაციონალური მოძრაობა“ შიდა ქართლის კიდევ ერთმა ყოფილმა გუბერნატორმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ ჩხეიძე სოცილურ ქსელში თავად ავრცელებს:
„ნაციონალური მოძრაობის წევრი 2014 წლის თებერვალში გავხდი და ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი სწორედ მაშინ, როდესაც აღარ ვიყავი საჯარო მოხელე და სრულიად თავისუფალი ვიყავი შესაბამისი პასუხისმგებლობებისგან. სწორედ მაშინ გავხდი წევრი როდესაც ადამიანების გარკვეული ნაწილის არ ჰქონდა სურვილი ასოცირებული ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი და ვფიქრობ რომ სრულიად მართალი ვიყავი. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ამჯერადაც ვთვლი, რომ ჩემი საქმიანობა სხვა მიმართულებით უნდა გავაგრძელო, ყოველგვარი პარტიული ვალდებულებების გარეშე, ამიტომ დღეს ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად პოლიტ საბჭოს.
რას ვაპირებ, იმას რასაც ვაკეთბდი საჯარო სამსახურამდე 12 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა მე ვრჩები ევროპული ღირებულებების ერთგულად და ჩემი ძალისხმევა, საქმიანობა სწორედ მისკენ იქნება მიმართული.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის იმ პატრიოტ ადამიანებს რომლებთანაც მქონია პარტიის თუ საჯარო სამსახურის დროს თანამშრომლობა.
1. ამ საკითზე ეს არის ჩემი ერთადერთი განცხადება და არ ვაპირებ იგივე თემაზე საუბარს.
2. ზოგიერთნი ვინც კარგად არ მიცნობთ ალბათ იკითხავთ, სხვა პარტიაში ხომ არ გადავდივარ, აქვე გპასუხობთ, რომ არა.“- წერს ზურაბ ჩხეიძე ფეისბუკზე.
ზურაბ ჩხეიძე რომელიც გუბერნატორად 2013 წლის აპრილში დაინიშნა ამ პოსტს რამდენიმე თვე იკავებდა და თანამდებობა პრეზიდენტის ინანგურაციამდე ერთი დღით ადრე 16 ნოემბერს დატოვა.
2015 წლის ბოლოს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ჩხაიძის წინამორბედმა გუბერნატორის პოსტზე - ანდრო ბარნოვმაც.
მასალის გამოყენების პირობები






