საყოველთაო ჯანდაცვა იგივე მანკიერ წრეზეა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 17:06, 08 Jan, 2016     1302

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს, 2016 წლის ბიუჯეტიდან, უკვე 18 მლნ აქვს დახარჯული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მლნ ლარიდან.

„ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ წარმოქმნილი დიდი დავალიანებების შესახებ არაერთხელ დავწერე და ვივარაუდე, რომ სამინისტრო ამ დავალიანებების გასტუმრებას იანვრიდან დაიწყებდა, უკვე ახალი, 2016 წლის ბიუჯეტიდან.

ასეც მოხდა. 8 იანვარს სამინისტროს უკვე 18 მლნ აქვს დახარჯული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მლნ ლარიდან. ხარჯვა რომ ამ ტემპით გაგრძელდეს, 570 მლნ აგვისტოს ბოლოს უკვე ამოწურული იქნება. შეგახსენებთ, 2015 წელს განსაზღვრული 470 მლნ ლარი უკვე ოქტომბერში ამოიწურა და საბოლოოდ პროგრამას 101 მლნ დაემატა.

დამატების იმედად დავით სერგეენკო წელს ვერ იქნება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და, სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს. სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას.

საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2016 წელს უფრო დიდი უძირო ქვევრი არ აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანებების ერთბაშად გასტუმრებას სხვა ეფექტიც აქვს. ამ ეფექტს სავალუტო ჯიხურების აბრებზე უნდა დავაკვირდეთ. ან საკუთარ ჯიბეზე", - ამბობს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42