,,დედაჩემისგან არასდროს არ გამიგია პატრიარქის განკითხვა... უფრო მეტიც, საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა“ - ირაკლი კაკაბაძე
სოც.მედია - 16:27, 08 Jan, 2016     14263

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს ვინც მისი მშობელი დედის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა. ამ ყველაფრის თავი და თავი კი ირაკლის დის, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის პოსტი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პატრიარქ ილია მეორის სახლში სტუმრობის ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებდა.

„ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო. მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს ჩემი კომპტენეცია არ არის. მას საკუთარი გამოცდილება და აზრი გააჩნია და მე ჩემი. ხშირად ეს გამოცდილებები და აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს ბუნებრივია. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე - ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:
პირველ რიგში დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც - მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ ორივე - მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათალიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.
რა თქმა უნდა ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდა ბურჟუა ცხოვრების სტილი - იგივე მეშჩანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი. ამაზე ორივე მათგანი თავის წიგნებშიც და საჯარო გამოსვლებშიც ბევრს ლაპარაკობდა. დედაჩემისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის, რაღა თქმა უნდა უკიდურესად მიუღებელი იყო თანამედროვე ცხოვრების სტილი, სადაც ადამიანის გასაქონლება ხდება და ბურჟუა მომხამრებლური დამოკიდებულებები სჭარბობს. ამ ჭირს ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აკრიტიკებდნენ. ის ღირებულებები. რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დგას (გამონაკლისების გარდა) მათთვის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი იყო.
რაც შეეხება პატრიარქს - მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო - თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში. პირიქით, 1979 წელს დედაჩემიც და მამაჩემიც ირანის ისლამურ რევოლუციასაც შეხვდნენ სიხარულით, რადგან მათ მიაჩნდათ რომ როგორც საბჭოთა, ისე დასავლური მატერიალიზმი არის დამღუპველი კაცობრიობისათვის და მიშელ ფუკოსი არ იყოს, ისინიც ფიქრობდნენ რომ მსოფლიოს ნამდვილი „სულიერი რევოლუცია“ სჭირდება. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეალი არასდროს ყოფილა არც მამაჩემის და არც დედაჩემის იდეალი. პირიქით ორივე მათგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების ნაწარმოები იყო ლუის ბუნუელის „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ და მისი მსგავსი ნაწარმობებები, სადაც მიწასთან არის გასწორებული ეს ლიბერალური ცხოვრების სტილი.
ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც მხოლოდ გასულ წელს დამთავრდა მისი გარდაცვალების გამო. ამ გამოცდილების საბუთად შემიძლია მოვიყვანო მათი ნაშრომები და საჯარო გამოსვლები, სადაც ისინი ყველაზე მეტად ბერდიაევის სტილის ეგზისტენციალიზმის სულს ეთანხმებოდნენ და არამც და არამც საბჭოთა ან ბურჟუა მატერიალიზმის სულს. სხვა ადამიანების გამოცდილებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. და არც ის ვიცი რა საბუთებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც გარდაცვილი ადამიანების სახელით საუბრობენ. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად გარდაცვლილი ადამიანების კერძო საუბრების ციტირება მაშინ, როდესაც ამის საბუთები არ გვაქვს, მითუმეტეს როცა მწვავე პოლიტიკური და კულტურული დაპირისპირების დროს ამ გამონათქვამებს ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები იყენებენ“- წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42