,,პრეზიდენტმა დღევანდელი გზავნილით სისტემის რეფორმირებისთვის ბრძოლას ახალი იმპულსი მისცა“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:40, 08 Jan, 2016     1695
"ნიუპოსტმა" „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საარჩევნო ცვლილებეზე ხელის მოწერის ფაქტის შეფასება სთხოვა.


ბაჩუკი ქარდავა, რომელიც მოქმედ საარჩევნო კოდექსს მწვავედ აკრიტიკევს ამბობს, რომ სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა პარტლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები გააკეთა.


"მიმაჩნია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი განცხადება. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსის ეს ორი მიმართულება, საარჩევნო სისტემა და ოლქების დანაწილების პრინციპი ერთმანეთისგან გამიჯნა. არსებობს ტექნიკური ნაწილი, რასაც ვენეციის კომისია და საკონსიტუტციო სასამართლოს გადაწყვეტილება ითხოვს. მართალია, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის მოთხოვნები სრულად არც ამ ნაწილში შეასრულა, თუმცა ამ მიმართულებით კოსმეტიკურიცვლილებები მაინც შეინიშნება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება ნამდვილად არ იქონიებს გავლენას არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე და ამაზე პრეზიდენტმაც მანიშნა. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლების გარდა, ასევე არასამთავრობო სექტორი და მოსხლეობის უმეტესი ნაწილი ითხოვს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.


მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ამ კონტექსტში გაკეთებული განცხადება იყო გარკვეული მითითება იმ ძალებზე, ვინც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.


" პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანაზე გაკეთებული განცხადება იყო მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის ხელმოწერა არამგონია, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას ხელს შეუშლის. ამისთვის ერთი რამ არის საჭირო - არსებობდეს ხელისუფლებაში და ხელსუფლებაში გავლენის მქონე პიროვნებაში, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, პოლიტიკური ნება იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, სადაც ამომრჩევლის ხმა ასახული იქნება საქართველოს პარლამენტში" - განმარტა ედპ-ს ლიდერმა.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ,,ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილით, რისთვისაც პრეზიდენტმა დღევანდელი ხელმოწერის ფაქი გამოიყენა, მან დამტებითი იმპულსი მისცა სისტემის ცვლილებისთვის ბრძოლის გაგრძელებას".
პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა მარგველაშვილის თქმით, რეფორმა არ წარმოადგენს პოლიტკურ სპექტრს შორის თანხმობის დოკუმენტს.

პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა რომ ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული.

"ამასთან ერთად აუცილებელია, რომ 2015 წელს ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართოს. ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა" - აღნიშნა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42