ირაკლი კაკაბაძის პროტესტი ,,საბას“: „არ შემიძლია, მე ბანკირების დახმარებით გაყიდული წიგნების ფულზე ვიცხოვრო“
სოც.მედია - 14:57, 08 Jan, 2016     2316

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძვნდა, რომლის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზებთან ერთად გადაეცემათ ფულადი პრემიებიც, რომელსაც „თი ბი სი“ ბანკი გადასცემს. სწორედ ეს ფულადი პრემიები, რომელიც გამარჯვებულებს გადაეცემათ გახდა ახალი დაპირისპირების მიზეზი.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ყველასთვის მოულოდნელად უარს აცხადებს ლიტერატურული პრემია „საბა“-ს ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ამის შესახებ განმარტებასაც აკეთებს და სოციალურ ქსელში უარის მიზეზზეც საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ბანკირების მიერ იმართება, რომლებიც ადამიანებს უსახლკაროდ ტოვებენ. როგორც თავად ამბობს, არ იქნება საკუთარ სინდისთან მართალი, თუ „საბას“ ორგანიზაციასთან, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბანკირების ფულით იმართება, რაიმე საქმიანი ურთიერთობა დაიტოვოს მანამ, სანამ საქართველოში კომერციული ფინანსების სისტემა ერთ ადამიანს მაინც გამოასახლებს და უსახლკაროდ დატოვებს.

„რატომ ვამბობ უარს „საბას“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე...

დღეს, ქრისტესშობის დღეს - მე მინდა ვთქვა რომ უარს ვაცხადებ „საბას“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე. ეს ჩემთვის არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, რადგან ბევრ ამ პრემიის თანამშრომელს კარგად ვიცნობ - მაგრამ მე როგორც მწერალს არ შემიძლია ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში ვიცხოვრო და ვითანამშრომლო ასეთ ორგანიზაციასთან, რომელიც საბჭოთა მწერალთა კავშირისგან ცოტათი თუ განსხვავდება და ეს ცოტა შეიძლება სულაც უარესი იყოს. ამაში მე არც ერთ ადამიანს არ ვადანაშაულებ - აქვე მინდა ვთქვა. მე ვთვლი რომ ჩვენში გაბატონებული საშინელი ადამიანების ჩაგვრის სისტემა - ნეოლიბერალური კაპიტალიზმი არის ამის მთავარი დამნაშავე. მან აქცია ნიჭიერი მწერლები და პოეტები ბანკირების და მძარცველების პროსტიტუტებად. ამ სისტემამ გააკეთა ის, რომ 300 ათასი საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ დატოვა - და ეს ახლა უკვე უტყუარი ფაქტია და კიდევ ერთ მაგდენს გამოსახლება ელოდება უახლოეს ხანებში. ამ უბედურებისგან ხეირობენ კერძო იპოთეკარები, და კერძო ბანკები. კერძოდ, ორი ბანკი მოიხსენიება ამ სქემებში, როდესაც ადამიანების უსახლკაროდ დატოვების საქმეებზე ვსაუბრობთ: „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი ბანკი“. ხშირ შემთხვევაში გამოსახლებულები პოლიციური ძალადობის მსხვერპლები არიან. ისინი თავის დროზე დაიჭირეს - მერე კი საპროცესო გაიგების სანაცვლოდ საკუთარი ბინები ჩაადებინეს იპოთეკაში. რაღა თქმა უნდა, განთავისუფლების შემდეგ მათ ეს თანხები ვეღარ გადაიხადეს. დღეს, ეს გამოსახლების პროცესები ისევ გრძელდება. მართალია პარლამენტმა და პრეზიდენტმა კარგი კანონი მიიღეს სასამართლოს გარეშე ადამიანების გამოსახლების აკრძალვის შესახებ - პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ თუ ადამიანების გამოსახლება არ აიკრძალა საერთოდ - მაშინ საქართველოს მოსახლეობისგან ცოტა ხანში არაფერი დარჩება. ახლა უკვე ეს გამოსახლებული მოქალაქეები ქუჩებში იყინებიან და მიუსაფარნი კვდებიან. ჩვენ ერთი მოხუცი შევამჩნიეთ - მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით დიდია. დღეს უამრავი ადამიანი იყინება სახლ-კარის გარეშე - და ჩვენ, როგორც საზოგადოებას არ შეგვიძლია ამის გულგრილად ატანა.
მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც „თი ბი სი“ ბანკის მმართველებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან - პირადად მათ არაფერს ვერჩი - პირადად ჩემთვის მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. აგრეთვე პრემია „საბას“ და გამომცემლობა „საბას“ მესვეურებიც ჩემი მეგობრები არიან - იგივე რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი და ბევრი სხვაც. რამოდენიმე წლის წინ სწორედ რატი ამაღლობელის ინიციატივით მათ ჩემი წიგნი ელექტრონულად გამოსცეს, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ძალიან მიხარია რომ ჩემი ელექტრო წიგნის გაყიდვიდან მე ჯერ კაპიკი არ ამიღია - თუ რამე მეკუთვნის, ვთხოვ გამომცემლობას რომ იმ ღატაკ გამოსახლებულ ადამიანებს მოახმაროს, რომლებსაც საბანკო სისტემა ყოველ დღე სახლ-კარის გარეშე ტოვებს. მე ვწყვეტ ჩემს ყველანაირ ურთიერთობას „საბასთან“ რადგან ძალიან ახლოს დავინახე ძალადობით ნაშოვნი ფული და ვფიქრობ ყველა შეგნებული მწერლის და პოეტის ვალია არ ითანამშრომლოს ასეთ სისტემასთან. დიახ, ეს დღეს ძალიან საშიშია - საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს მართავს. ფინანსისტები მთელს ქვეყნებს ყიდიან, ისინი იწყებენ და ამთავრებენ ომებს - ჯეი პი მორგანების, სიტიკორპების, ჩეიზ მანჰეტენების, სქოშა ბენკების და მათი კოლეგების მსოფლიოს ყველა წერტილში ეშინიათ. დღეს გაცილებით ადვილია დაუპირისპირდე რომის პაპს, ან უნდაც ვლადიმირ პუტინს, ვიდრე ნამდვილად დაუპირისპირდე დღევანდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონებს - კომერციულ საბანკო სისტემას - იმ სისტემას, რომელიც ხელოვნურად ქმნის უკმარისობას, ხელოვნურად ტოვებს ადამიანებს უსახლკაროდ, ხელოვნურად შიმშილით კლავს მათ - რადგან „მშიერი მონა უკეთ ამუშავოს“. დიახ, ეს უაღრესად მაკიაველური სისტემა ცდილობს დღეს დაიპყროს საქართველო. დიახ, იმ მიუსაფარი მოხუცის გარდაცვალებაში პირველ რიგში სწორედ ეს საბანკო სისტემაა.
მე აღარანაირად არ ვიქნები საკუთარ სინდისთან მართალი, რომ „საბას“ ორგანიზაციასთან, რომელიც ბანკირების ფულით იმართება, რაიმე საქმიანი ურთიერთობა დავიტოვო მანამ, სანამ საქართველოში კომერციული ფინანსების სისტემა 1 ადამიანს მაინც გამოასახლებს და უსახლკაროდ დატოვებს. დიახ, ადამიანის უფლება რომ ჰქონდეს სახლ-კარი მისი ფუნდამენტური უფლებაა და არც ერთ ბანკს არ აქვს უფლება ადამიანი პირუტყვობისთვის გაწიროს.
დიახ, ბევრი გამოსახლებული ან პოლიციური რეჟიმის მსხვერპლია ანაც წინა მთავრობის დროს არსებული აგრეთვე საშინელი სამედიცინო სისტემის, სადაც ოპერაციის სანაცვლოდ ადამიანებს ბინის ჩადებას სთავაზობდნენ. მე ვწყვეტ ურთიერთობას „საბას“ მევახშეების პრემიასთან და კატეგორიულად უარს ვაცხადებ ამ ტიპის ბანკირებთან თანამშრომლობაზე მანამ, სანამ: არ აიკრძალება ადამიანების საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გასახლება და არ დაიწყება სახელმწიფოში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა.
„გლახის ნაამბობის“ ავტორის ქვეყანაში - მე არ შემიძლია გულგრილად ვუყურო ამდენი ადამიანის უბედურებას - და მე თვითონ ბანკირების დახმარებით გაყიდული წიგნების ფულზე ვიცხოვრო. ეს არ იქნება პატიოსანი.
მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს - ქართველ მწერლებს, პოეტებს და ჟურნალისტებს, რომ აგრეთვე გამოუცხადონ ბოიკოტი „საბას“ მანამ, სანამ ადამიანების გამოსახლება ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყდება და უკვე გამოსახლებულებს სახლებს არ დაუბრუნებენ.
მე კონსტრუქციულად ვთავაზობ ჩემს ძველ მეგობრებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რომ მონაწილეობა მიიღონ ამაში. მე მახსოვს რომ მათ თავის დროზე ახალგაზრდა კომუნისტურ კავშირთანაც ჰქონდათ საქმე. კომუნისტები კი სასტიკად უარყოფდნენ ადამიანების უსახლკაროდ დატოვებას. დავიწყოთ ერთად ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა - დავდოთ ფული ამაში - და ამავე დროს შევაჩეროთ კანონი გამოსახლებების და მევახშეობის შესახებ. ნუ დავტოვებთ ქვეყანას სახლ-კარის გარეშე. და ეს თუ შესრულდება - მერე გინდ „საბა“ ყოფილა პრემიის სახელი და გინდ „აკაკი“.
სანამ ეს პირობები შესრულდება მანამ მე ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება რომ პროგრესულმა მწერლებმა და იმ ადამიანებმა ვისაც გააჩნია სოლიდარობის გრძნობა დავაარსოთ ალტერნატიული პრემია მწერლობაში, რომელსაც „არსენა მარაბდელის“ ავტორის, მიხეილ ჯავახიშვილის პრემია ერქმევა. და მას მიიღებენ ის თავისუფალი მოაზროვნეები, რომლებიც არა მარტო სოციალური დოგმებისგან, არამედ ბანკის მონობისგანაც თავისუფალნი იქნებიან“-წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42