პრეზიდენტის განცხადებებს სრულად ვიზიარებ, ის ვეტოს ვერ გამოიყენებდა - მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 15:08, 08 Jan, 2016     2114
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე პრეზიდენტის მიერ საარჩევნო ცვლილებებზე ხელის მოაწერის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, გიორგი მარგველაშვილმა მკაფიოდ გააკრიტიკა აღნიშნული კოდექსი.
"პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და არა ხელისუფლების პოლიტიკურმა ნებამ. მან ისაბრა ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის აუცილებლობაზე. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თუ როგორი საარჩევნო მოდელის მიღება იქნებოდა უპრიანი. ეს იყო ქვეყნის პირველი პირისგან გაკეთებული აბსოლუტურად სწორი პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ"- აღნიშნა კაციტაძემ.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ასევე მოიწონა პრეზიდენტის მოწოდება, რომელმაც ხელისუფლებას მიმართავს, რომ ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული და 2016 წლის არჩევნებისთვის იქნას გამოყენებული.
"ნიუპოსტის" კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა მარგველაშვილმა ვეტო, თუ ის მმართველი ძალის მიერ შემუშავებულ საარჩევნო კოდექსს არ ემხრობა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "ვეტოს გამოყენებას თავისი წესი აქვს".
"ვეტოს დადება პრეზიდენტს შეუძლია იმ კანონპროექტისთვის, რომელიც არის მისთვის შეთავაზებული. სხვა შემთხვევაში ვეტოს დადება მარტო იმიტომ რომ - არ მომწონს არ შეიძლება -კანინის მოთხოვნაა ასეთი. იმაზე რაზეც მარგველაშვილი დღეს საუბრობდა, იმ ფართო კონსესუსზე და სისტემურ ცვლილებაზე არის საკონსტიტუციო ცვლილების მსჯელობის საგანი და არა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების საგანი. პრეზიდფენტს ხელმოსაწერად მიუტანეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების მომენტი, რაც პარლამენტმა განიხილა. აქიდან გამომდინარე ამ კანონს ვეტოს პრეზიდენტი ვერ დაადებდა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას მამუკა კაციტაძემ.
პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ".
"ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42