თბილისის მერია დედაქალაქში მომუშავე კომპანიებზე ზედამხედველობას გააძლიერებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულოს.
„მინდა ასევე გამოვეხმაურო სანქციების საკითხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ. ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან ასევე კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, იმისათვის, რომ ურთიერთობა არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს და ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, დროულად და ხარისხიანად უნდა დაასრულოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






