დაღესტანში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საუბრობს.
„საწყის ეტაპზე მოხდა კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის. შემდგომ სხვა უწყებების დაკონტაქტება გახდა საჭირო და ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში 3 პირი ახალი წლის წინა დღეებში დაიკრგა. ისინი მთაში სანადიროდ იყვნენ წასულები და 30 დეკემბრის შემდეგ მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს ვერტმფრენები, თუმცა სამუშაოების წარმოებას ხელს უამინდობა და თოვლის მაღალი საფარი უშლიდა
მასალის გამოყენების პირობები






