ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი თოვლის გამო საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარების მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
როგორც მთავრობის სხდომაზე ჯავახიშვილმა განაცხადა, 1-2 იანვარს ხალხის სამუშაობდ გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან რთული აღმოჩნდა.
თუმცა მინისტრის განმარტებით, ძირითადი პრობლემა ამ ეტაპზე მოხსნილია.
"მინდა ბოდიში მოვუხადო მოქალაქეებს. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან. იყო ტექნიკის პრობლემებიც. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






