"ნუ გეშინიათ სიკვდილის... როგორც თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის, სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ.."
სოც.მედია - 10:29, 08 Jan, 2016     17076
პოეტი გიორგი კეკელიძე სულ ცოტა ხნის წინ დაღუპულ მამაზე, სიკვდილის რაობაზე და გარდაცვლილი, საყვარელი ადამიანების სიზმრად ნახვაზე სოციალურ ქსელში წერს:

„რაც მამაჩემი გარდაიცვალა, ძილში არასდროს მინახავს. არადა ყოველღამით ვემზადები. ასე მგონია, მან თუ გადაწყვიტა - ან რომ არ შემეშინდეს ან ცუდი წინასწარმეტყველება არ მეგონოს რამე. და ამიტომაც დაიჭირა თავი სიზმრებისგან შორს. თუ არა ეს - აუცილებლად ვნახავდი. მხოლოდ ჩვენი ძველი ტელევიზორი მესიზმრება. ოდნავ ციმციმებს და მგონი მაცნე გადის, თუ რაღაც ძველი დროის გადაცემა. არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ მაინცდამაინც ტელევიზორი. 14 წლის ვიყავი, სოფელში ავედით და ტყეში, სახლს ზემოთ როა, ერთ დიდ ხეზე, წალდით ჩემი გვარ-სახელის ინიციალები ამოკაწრა. მერე სულ მეუბნებოდა: ,,იი გ.კ. ქია იქინე’’. სულ ბოლოს, საავდმყოფოში, რაც მითხრა, სწორედ ეგ იყო: წელს ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვეო. მომავალ ზაფხულში რომ ავალ, აუცილებლად სხვა უფრო დიდ ხეზე ამოვკაწრავო. ამიტომაც მემაჩმეს სიზმრებში რა უნდა. მამაჩემი ახლა იქ არის. ტყეში. მე რომ ჩავალ - აუცილებლად ვიპოვი ახალ დიდ ხეზე ინიაციალებს.
და კიდევ, რა უნდა მეთქვა: თუ ძილი - თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით სხვა ,,დაკარგულ’’ გამარჯვებულებს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42