ახალგაზრდა შემოქმედი საზოგადოებისგან დახმარებას ფეისბუკზე ითხოვს:
„ყველამ წაიკითხეთ და თუ არ დაგეზარებათ გააზიარეთ. 3 წლის ასაკში დავკარგე მხედველობა. უშედეგო ოპერაციებით მოვედი დღემდე. გამოვიარე წლები როცა საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე და ეს თემა საკუთარ მესაც კი დავუხურე არამც თუ საზოგადოებას. მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ უნდა გხედავდეთ! არ მინდოდა ამის დაპოსტვა და თქვენი შეწუხება. მართლა არ ვფიქრობდი ამაზე თუმცა არსებობს მატერიალური მხარე რასაც მარტო ვერ ვუწევ წინააღმდეგობას. სადღაც საქართველოდან შორს არის შანსი რომ ოპერაცია გავიკეთო და დავინახო. ეს არ ვიცი რომელ ქვეყანაშია და ამის გასარკვევად მჭირდება მიზერული თანხა. 500 ლარი. გთხოვთ ყველას. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება. დამეხმარეთ. ეს ანგარიშის ნომერია სადაც ჩემთან ერთად შეძლებთ თანხის მოგროვებას. წინასწარ ყველას დიდი მადლობა. მიყვარხართ!
საქართველოს ბანკი GE08BG0000000846250200 მიმღები magda bezhanishvili
მასალის გამოყენების პირობები






