თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს
პოლიტიკა - 16:57, 07 Jan, 2016     1188

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას აგრძელებს. დღეს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინა 10 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიიღო.

ქ. თბილისში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, N9 კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინების გადანაწილება კენჭისყრის წესით განხორციელდა. კენჭისყრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

„დავიწყეთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი. ამჟამინდელი გათვლებით სამხედროებს ბინების გადაცემას გარკვეული გრაფიკით შევპირდით. დღეს საცხოვრებელი ბინები გადავეცით დაჭრილი და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, ვინც სიაში იყო და ჯერჯერობით არ ქონდათ ბინა მიღებული. 19 იანვრისთვის დაგეგმილი გვაქვს ერთი კორპუსის გადაცემა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისთვის.

გაზაფხულზე განახლდება პროცესი და უკვე 2016 წლის ბოლოსთვის 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ბინების გადაცემას 2017 წელს დავასრულებთ და 1400 სამხედრო მოსამსახურე, ვისთანაც სახელმწიფოს ეს ვალი გასასტუმრებელი აქვს, უკვე საკუთარ ბინაში იქნება შესახლებული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ბინების გადასაცემად ვარკეთილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან - პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან ერთად მივიდნენ. მათ წვრთნებისა და სამხედრო სწავლებების დროს დაღუპული 8 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და 2 დაჭრილ სამხედროს ახალი ბინების გასაღებები პირადად გადასცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელ ფართებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან ერთად დაათვალიერეს და ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42