ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:11, 06 Jan, 2016     2682

ეროვნული ბანკი ხელფასების დანიშვნასთან დაკავშირებით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სებ-ი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ მათი მხრიდან აღნიშნული ხარჯის გაწევა არაკანონიერი იქნებოდა, რადგან სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42