მისი თქმით, საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდება არანაირად არ იმოქმედებს სოკარის მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე.
„ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ ირანთან მოლაპარაკებები დაიწყო უკეთესია ქართულ მხარეს კითხოთ. რაც შეეხება SOCAR–ს, ჩვენ გვაქვს მყარი საკონტრაქტო ვალდებულებები, რომლებიც სრულდება და შესრულდება სრული მოცულობით,“– განაცხადა მამედოვმა.
როგორც მამედოვმა აღნიშნა საქართველოში გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდების განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს.
საქართველოს გაზის ბაზარი წლიურად მხოლოდ 8-10%-ით იზრდება და სოკარი ამ ზრდას იტვალისწინებს. თუ კომერციული ბაზარზე გაზი არასაკმარისი იქნება, აზერბაიჯანს შეუძლია ეს მოცულობა მიაწოდოს, იმდენად რამდენადაც დღეს კომერციულ ბაზარსაც აზერბაიჯანი უწრუნველყოფს გაზის მიწოდებით. ჩვენ ყოველდღიური რეჟიმში ვურთიერთობთ და კონსულტაციები გვაქვს ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან“- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი ინფორმაციით, საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდება სომხეთის გავლით მოხდება.
აღნიშნული საკითხზე განმარტებები გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის უწყებამაც:
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით.“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ფეისბუკზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






