„ქართული პოლიტიკა დაემსგავსა მე-16 საუკუნის დროინდელ სტამბულის ბაზარს, როცა ადამიანებით ვაჭრობდნენ. თუ იყიდებიან, ჩერნოვეცკის კი არა, ტერორისტებსაც შეიძლება მიეყიდონ. მე საკმაოდ ბევრი ნაცნობ მეგობარი მყავს მმართველ გუნდში და მართალი გითხრათ ჩერნოვეცკისთან მისასვლელი გზების ძიების დინამიკას ვერ ვამჩნევ. „ქართულ ოცნებაში“ სულ სხვა საკითხზეა პანიკა, ეს არის შიდა პოლიტიკის ბრალი, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, რომ სიაში 80% აღარ იქნებოდა, საარჩევნო სისტემამ მაჟორიტარული ოლქები გაამსხვილა და შანსები განულდა , ბევრი მაჟორიტარის, ამან, ბუნებრივია, გააჩინა პანიკის სერიოზული საფუძველი. ამ მხრივ გაუგებრობაა და უკმაყოფილება ნამდვილად არსებობს „ქართულ ოცნებაში“ , მაგრამ რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს გარბიან უმრავლესობიდან და სხვა პარტიაში თავშესაფარს ეძებენ, არ შემინიშნავს . ივანიშვილი კი აწყნარებს უმრავლესობის წევრებს, რომ ვინც ვერ მოხვდებიან საარჩევნო სიაში ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილდებიან, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, ეს პარტია მოვა კიდევ ხელისუფლებაში?! სხვათა შორის, პანიკის ერთ-ერთი საფუძველი ეგეც არის, რომ ვერ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები, მერე რა გვეშველებაო... იცით, რას ამბობენ, ასეთ დაპირებებს იძლეოდა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა პრემიერი იყო, მაგრამ მოულოდნელად წავიდა და დაპირებებიც მოულოდნელად გაქრა, მაგრამ ახალი დაპირებები დღის წესრიგში არ დამდგარა, ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, რამაც, ბუნებრივია , ძალიან სერიოზული პანიკა გამოიწვია. არ აღიარებენ, მაგრამ უმრავლესობის შიგნით სერიოზული განხილვებია იმის შესახებ, ვაითუ არჩევნები წავაგოთო, პარტიული არჩევნების მოგებაზე საუბარი ძალიან ზედმეტია. მაჟორიტარების იმედად არიან დარჩენილები. „ქართული ოცნება“ შესაძლოა , უმრავლესობით ვერ მოვიდეს“- აცხადებს გელბახიანი.
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






