ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს განათებულ თბილისზე ბევრს საუბრობდა და „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის მონოლოგიც კი ქუჩაში, საახალწლო განათების ფონზე ჩაწერა. ამჯერად კი საკმაოდ კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რომელიც ნაადრევად ჩაბნელებული რუსთაველის თემას ეხება.
„რამდენჯერმე დავწერე რომ თბილისის საახალწლო განათება ლამაზია. მართალია, მხოლოდ ვაკე და ვერაა კარგად განათებული, მაგრამ ამას ხაზი არ გავუსვი.
ეს სილამაზე რომ კარგად გამოჩენილიყო საახალწლო გადაცემის მონოლოგი ქუჩაში ჩავწერე. იმ გადაცემის, რომელსაც ზუსტად ვიცოდი მაღალი რეიტინგი ექნებოდა.
ეს მათთვის ვისაც გონია რომ კარგს ვერ ვხედავ.
უკვე ჩაბნელებულია ნახევარი ქალაქი. ისეთი ცუდი შესახედი იყო გუშინ რუსთაველი... ამ ნარმანიას ეჭვი მაქვს მერად მისივე სამსახური არ აღიარებს. იმდენად არაკომპეტენტურად და სასაცილო პერსონაჟად მიაჩნიათ, რომ მერიისთვის ყველაფერი "მოსულა".
იქნებ დროა აღიაროთ რომ ქალაქის მერი თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო. ქალაქის განათებას ვინ დაეძებს, თავად ქალაქს აღარ ჰყავს დედა. ვადამდელზე იფიქროთ დროა მეგობრებო. თორემ როცა ამის დრო მოვა, ისეთ დღეში იქნებით თქვენ ხმას აღარავინ მოგცემთ“- წერს ნანუკა ფეისბუკის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






