"დღეს ბებიასაც გავაცილებ...მამაჩემის პანაშვიდზე გარდაიცვალა..."- გიორგი კეკელიძის არასაახალწლო ამბავი
სოც.მედია - 14:14, 05 Jan, 2016     6759
ქართველი პოეტის და პროზაიკოსის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ოჯახი ახალ წელს მძიმე დანაკლისებით შეხვდა. გიორგი კეკელიძის მამა და ბებია- მედიკო დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალნენ. გიორგი კეკელიძის წიგნმა „გურული დღიურებმა“ მედიკო ბებია ქართველი მკითხველისთვის ძალიან ახლობელი გახადა, სწორედ ამიტომ საყვარელი წიგნის ცოცხალი პერსონაჟის გარდაცვალებამ განსხვავებული გულისტკივილი გამოიწვია.

გიორგი კეკელიძის ბებიას დღეს 5 იანვარს კრძალავენ:

„დღეს ბებიასაც გავაცილებ.დედაჩემის დედის. მამაჩემის პანაშვიდზე გარდაიცვალა. მოვიდა და უთხრა: ახალ წლამდე წამიყვანეო. ნატანებში, საკუთარ სახლში ყველაფერი მოწესრიგებული დატოვა საკუთარი დაკრძალვისთვის. უცნაური, დიდი და ლამაზი ქალი იყო.“- წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუკზე. მისი თქმით ბების- დედის დედა მამამისის გარდაცვალების ამბავმა შეიწირა

„ეს არასაახალწლო ამბავია. ან შეიძლება ყველაზე უფრო საახალწლოც.
ოზურგეთში ახლა თოვს. სახლში ორი დავრჩით - მე და დედა. თოვის ხმის გაგონებამდე სიჩუმეა. მშვიდიც და აუტანელიც. ადამიანი კი გამოხატვის არსებაა. ამიტომაც აქ ვზივარ და ვწერ: შეიძლება ვიღაცის ხმის გასაგონად. ან ხმის მისაწვდენად. ან ისე, უბრალოდ. არ ვიცი.
მამაჩემი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო ჩემთვის. და-ძმა არ მყავს. თითქმის ფატალური სიყვარულით მზრდიდა - საკუთარი გამოგონილი თამაშები, გაჭირვების საპირწონე მისივე გამოთლილი ხის სათამაშოები, ,,მსოფლიო ჩემპიონატები’’ პენალტებში ჩოგბურთის საიდანღაც გაჩენილი ბურთით, ოთახში. ერთ ოთახში გვეძინა და მთელი ღამე ვლაპრაკობდით. საკუთარ ოცნებებზე მიყვებოდა. ვერახდენილ ოცნებებზე. ჭიანჭველას არ მოკლავდა, შვილებთან მიდისო. მუშაობდა სულ. თავდახრილი. იქ დავკრძალეთ, სადაც ერთად ვეძებდით ბალახს ძროხისთვის. უკვე თურმე ავადმყოფმა სათხილე მთლიანად მოიარა, შეალამაზა. ლოგინზე რომ იწვა, მითხრა, მგონი ღობესთან ერთი ძირი თხილი დამრჩაო. შეიძლება ხუმრობდა. ან არც. ოცნებებზე გითხარით. ჭადრაკს თამაშობდა. რაიონის ჩემპიონი იყო. მსოფლიო ჩემპიონობა უნდოდა. სიმორცხვემ დაძლია და რეგიონულ ტურნირზე არ წავიდა. საავადმყოფოში, ახლა, მხოლოდ საჭადრაკო ამოცანები მიმატანინა. მის საფლავზე აუცილებლად იქნება ჭადრაკის დაფის ძეგლი - როგორც მსოფლიო ჩემპიონის. სხვა ოცნებებს მე ავახდენ. აქამდეც ვაკეთდები.
ბებიაჩემი - მედიკო. დედაჩემის დედა. მასზე თქვენთვის ბევრი მომიყოლია. მამაჩემის ამბავმა შეიწირა. მის ცხედართან გარდაიცვალა. ამბობდა, ზურიკელას რამე მოუვიდეს, ვერ გადავიტანო. ნატანების სახლში რომ მივასვენეთ, სკამზე მისი საუკეთესო ხალათი დაგვხდა გადაფენილი საგანგებოდ, მიმაგრებული საკუთარი ,,დასასფლავებელი’’ ფულით. ემზადებოდა.
მოკლედ. მე მძიმე ფინალი მქონდა. თქვენ - იმედი მაქვს უკეთესი. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. ასეთი ამბები ცოტა მოგესმინოთ - თქვენიც და სხვისიც.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42