მაშინ როცა დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულება დაიწყო და ბევრი პატარა გაახარა, სამწუხაროდ დღეს დილით მას საკუთარი სალონი გატეხილი დახვდა. თანხასთან ერთად სალონიდან რამდენიმე, ჯერ კიდევ ადრესატამდე არ მისული საჩუქარიც წაიღეს.
„დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი. ბევრი არაფერი, თანხა და რამდენიმე სათამაშოა წაღებული, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გვქონდა შეგროვილი. მადლობა ღმერთს, რომ თითქმის ყველა დავარიგეთ ახალწლამდე! მაგრამ ფაქტი გულს მიკლავს! შეიძლება მოიპარო ფული, მაგრამ ბავშვების საჩუქრებს ხელი როგორ უნდა მოკიდო, წერილ დაკრულს!!! ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც არ შეაწუხებს ნამუსი?!“- წერს თინათინ მაღალაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები






