ბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება
პოლიტიკა - 12:26, 05 Jan, 2016     2791
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს სპეციალური კანონი დაარეგულირებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ოთარ ჩრდილელის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება.დაწესებულებაში ასევე აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა ჩართვა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის 7 წევრიდან 5 – მშობელი, ორი კი, დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება.

პროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები: ჯგუფების ჩამოყალიბების წესი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა.

კანონპროექტი მკაფიოდ მიჯნავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს, დეტალურად განსაზღვრავს ამ სფეროში მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ფარგლებს.

კანონპროექტის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღება იგეგმება. ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული.
კანონპროექტის მიხედვით, სადღეისოდ ერთიანი სამართლებრივი აქტი არ არსებობს, რომელიც უშუალოდ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დაარეგულირებდა. არსებობს მხოლოდ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ჩანაწერი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს შორის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა არის განსაზღვრული.
რაც შეეხება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, როგორც მისი ავტორები განმარტავენ, პროექტში თავმოყრილია ყველა ძირითადი სტანდარტი, რომელმაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო უნდა დაარეგულიროს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: - ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ნერგავს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისთვის ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების

სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42