„საახიფათო ტენდენციაა, რომ მოსამართლეები პირად საუბარში საუბრობენ რაღაც საკითხებზე და ერიდებიან კოლეგებთან საჯარო წესით პოზიციის დაფიქსირებას. ზეწოლას ვერ ვიტყვი, თუმცა დიდი ნაწილი ერიდება ზოგადად საუბარს პრობლემატიკაზე, მით უმეტეს დანიშვნის წესზე, როცა მოსამართლეთა 80 %-ს 2017 წელს ეწურება ვადები. შესაბამისად ამ საბჭოსგან მოუწევს მათ დანიშვნები და მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ აზრს ნაკლებად ველოდები“- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. ახვლედიანის თქმით შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა საუბარი სულ სხვა კუთხით წაიყვანეს და პრობლემებზე საუბრის ნაცვლად მის მიერ განცხადებების გაკეთების მიზანშეწონილობით დაინტერესდნენ.
„ძირითადი აქცენტი განცხადების გაკეთების საკითხზე იყო და არა იმ თემებზე რაზეც მე ვსაუბრობდი. საბჭოს ყველა წევრი შეხმატკბილებული , ერთი სცენარით საუბრობდა. რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ალბათ მართალი ვიყავი, როდესაც განცხადებებს ვაკეთებდი."- აღნიშნა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, შესაძლოა პროცესები ისე წარიმართოს, რომ მას თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მოუწიოს, რადგან მიდის საუბარი იმაზე, რომ მის საქმიანობაში მენეჯმენტის კუთხითთ პრობლემებს ხედავენ და ასევე პრეტენზიები აქვტ მისი მხრიდან მივლინებებში სიარულთან დაკავშირებით:
„თურმე ხშირად ვარ მივლინებაში. მე პირიქით ვურჩევდი, რომ ბევრი მოსამართლე იყოს მივლინებაში, ბევრს ისწავლიან“- განაცხადა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






