არჩევნები და რუსთავი 2-ის საქმე - "რატომ სჭირდება ივანიშვილს მურუსიძე?"
პოლიტიკა - 18:29, 04 Jan, 2016     3105
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული 38 მოსამართლე დღეს მუშაობას შეუდგა. მათ შორის არის ახლადდანიშნული 8 მოსამართლეც, რომლებმც დღეს ფიცი დადეს. 38 მოსამართლეს შორის არის სკანდალური ლევან მურუსიძეც. სწორედ მის დანიშვნას აპროტესტებს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი.

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავა აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმას კოსმეტიკა ვერ უშველის.

„თეა წულუკიანის რეფორმა ძალიან ჰგაქვს იმას, როდესაც მახინჯი ქალი ისვამს პომადას და კიდევ კოსმეტიკას სახეზე, მაგრამ კოსმეტიკამ არ შეიძლება ამას რაიმე უშველოს. სისტემა როდესაც არის მახინჯი და რაღაც უმნიშვნელო წესებს ცვლი, რომ ხუთი წლის მაგივრად, მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გახდა სამი წელი ჰქონდეს და რაღაც მსგავსი ცვლილებები ამას არ შველის. ჩვენ სასამართლო სისტემას სჭირდება ძირეული რეფორმა,“ - აცხადებს კახა კუკავა.

ნაციონალურ მოძრაობა პროცესს მოახლოვებულ არჩევნებსა და რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებს.

„ივანიშვილმა მხარი დაუჭირა მურუსიძეს ზოგადად იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში. სამმა არამოსამართლე წევრმა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ იუსტიციის საბჭოში მხარი დაუჭირა სწორედ ამ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ჩამოშლას. ეს არის კიდეცქართული ოცნების მიზანი, რადგან მათ სურთ სასამართლო სისტემა ჩაიგდონ ხელში და მოახდინონ სასამართლოთი მანიპულირება პროცესებზე. სასურველი განაჩენები გამოიტანოს სასამართლომ, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და რუსთავი 2-ის საქმეზე,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

"მურუსიძის პატრონი არის ბიძინა ივანიშვილი" - ასე შეაფასა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს 8 მოსამართლის ფიცის დადების ფაქტი, მათ შორის ლევან მურუსიძის დანიშვნაც.

„რატომ სჭირდება ივანიშვილს მურუსიძე? იმიტომ, რომ მურუსიძე და მისნაირი ადამინები არიან წამსვლელები ყველაფერზე და ყველაფერზე ხელისმომწერები. 2016 წელს რატომ შეიძლება დაგჭირდეს ასეთი მოსამართლე? იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო წელი და იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის თემა გაქვს მოსაგვარებელი,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42