სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა სიგარეტის გაძვირების თემამ. უამრავი ცნობილი თუ რიგითი ადამიანი გამოთქვამს საკუთარ აზრს და პროტესტის ნიშნად სხვადასხვა განმარტებით სტატუსებს აქვეყნებენ ფეისბუკში. აი მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი „მოუწოდებს“ კომპეტენტურ ადამიანებს, რომ თუ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მაშინ სიგარეტის გაძვირების გარდა კიდევ ბევრი სხვა რამ უნდა აკრძალონ ჩვენს ქვეყანაში.
„გავიგე, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და იქნებ სიგარეტის გაძვირებას დაამატოთ:
1. Fast food-ის აკრძალვა, ( მავნებელია ჯანმრთელობისთვის)
ისევე როგორც:
2. სასმელი.
3. ღორის ხორცი. ( ზოგადად ქართული სამზარეულო)
4. გამონაბოლქვი ქალაქში.
5. ნერვიულობა. ( განსაკუთრებით ცუდია ჯანმრთელობისთვის)
6. უსექსობა. ( რომელიც დანერვოზებულ ერს ეტყობა) ჭოგრიტით რომ არ უყურონ სხვის სექსს სასტუმროებში
7. იძულებითი გავხადოთ ბანაობა. მინიმუმ წყლის გადავლება. იმიტომ
რომ რთულია თქვა, ჩვენს ჯანმრთელობას სიგარეტის კვამლი უფრო აზიანებს, თუ ოფლის ოხშივარი!
ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება. ყველამ საკუთარს მივხედოთ“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






