მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო ბუკიკიო,
უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ იმ მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის წლების განმავლობაში ასრულებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში არსებული სარჩევნო გარემოს, კერძო, საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებებია დაგეგმილი. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ იქნება საჭირო თქვენი დახმარება.
როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის 13 აპრილს, ევროპის საბჭომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მიიღო რეზოლუცია 1801 (2011), რომელიც ადგენს შემდეგს:
,,საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით, ასამბლეა:
3.13 მიიჩნევს, რომ საარჩევნო სამუშაო ჯგუფი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს არა მხლოს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, არამედ ასევე შეთანხმდეს საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს;
3.3 დაბეჯითებით ურჩევს (მხარეებს) სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რომელიც ეხება ხმების თანასწორობის, საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრის და ინდივიდუალური კანდიდატის გაუქმების აკრძალვას და რომლებიც ევროპულმა კომისიამ დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია) და ასამბლეამ აღნიშნეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის საბოლოო რეზოლუციაში ,,საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ (2014 წლის 1 დეკემბერი) ამბობს: ,,მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდენენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მიღწეული იქნება კონსენსუსით და რომელიც გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალიზმს. ამის გათვალისწინებით, ასამბლეა იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს განიხილოს ღია სიებზე დაფუძნებული რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც, როგორც სჩანს საუკეთესო შეთანხმებას წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი, თუ არა ყველა, პოლიტიკური ძალისთვის.“
აღნიშნული რეკომენდაციებისა და ვენეციის კომისიის არაერთხელ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა მოქმედი პოლიტიკური პარტია (გარდა მმართველი პარტიის, ,,ქართული ოცნებისა“), ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და 75 საპარლამენტო მანდატი უნდა მიეკუთვნოს პროპორციული სისტემით და 75 კი რეგიონულ-პროპორციული სისტემით. თორმეტმა პარტიამ შეკრიბა 240 000-მდე ამომრჩევლის ხელმოწერა და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის საჯარო განხილვის მოთხოვნით წარუდგინა.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის საჩივართან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საარჩევნო ოლქებში განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს თანაბარი, თუმცა არაუმეტეს 15%-ისა.
მიუხედავად ამისა, მმართველმა კოალიციამ პარლამენტში წარადგინა და უკვე სამი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის ის ცვლილებები, რომლებიც მნიშნელოვნად განსხვავდება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეირ შეთანხმებული ვერსიისგან. გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილებები ასევე არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ვენეციის კომისიის სტანდარტებზე [CDL-AD (2002) 23, მუხლი. 2.2] დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებას. საქართველოს 73 საარჩევნო ოლქიდან 59 ხვდება ვენეციის კომისიის სტანდარტის მიერ დადგენილი 10%-იანი სხვაობის ფარგლებში, ხოლო 14 ოლქი 10-15%-იან ზღვარში. აქედან მხოლოდ 2 მათგანი აკმაყოფილებს ვენეციის კომისიის სტანდარტებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიერ დადგენილ პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დისკუსიაში ვენეციის კომისიის აქტიური ჩართულობა აუცულებელია. გვჯერა, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი და პოლიტიკურ სუბიექტებთან პირდაპირი კონსულტაციები მეტად სასარგებლო იქნება"- ნათქავამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
აკაკი ასათიანი - ,,ტრადიციონალისტთა კავშირი“, გია ბერძენაძე - ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, ნინო ბურჯანაძე - ,,ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა“, პაატა დავითაია - ,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, დავით თარხან-მოურავი - ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, მამუკა კაციტაძე - ,,ახალი მემარჯვენეები“, კახა კუკავა - ,,თავისუფალი საქართველო“, სერგო რატინი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბაჩუკი ქარდავა - ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ირაკლი ღლონტი - ,,რეფორმატორები“, ირაკლი ჩიქოვანი - ,,თავისუფალი დემოკრატები“, პაატა ჩოხელი - ,,ლეიბორისტული პარტია“, ზურაბ ხარატიშვილი - ,,სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, ირაკლი ჯამბურია - ,,თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, გრიგოლ ჯოჯუა - ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“
აღსანიშნავია, რომ ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნები მისაღებია საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ოპოზიტიური პარტიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სტრასბურგში ვიზიტს გეგმავენ, სადაც ვენეციის კომისიას საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენენ.
მასალის გამოყენების პირობები






