ევა გოცირიძის თქმით, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მძიმე და რთული იყო.
გოცირიძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა.
"რა თქმა უნდა ეს იყო რთული და მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა ის, რაც შორიდან ჩანს, არ არის რეალობა. ჩვენ ავწონ-დავწონეთ ბევრი თემა. მთავარი არგუმენტი ლევან მურუსიძის სასარგებლოდ იყო ის, რომ მას მხარს უჭერს მოსამართლეთა კორპუსი. გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ეს გამოიწვევდა მსუსხავ ეფექტს მთელს მოსამართლეთა კორპუსზე და მათ დემორალიზაციას მოახდენდა,“ - განმარტავს ევა გოცირიძე.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. მურუსიძეს ხმა საბჭოს 10-მა წევრმა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






