საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი შეხვედრას მართავს - ოპოზიცია ახალ პრემიერს მიმართავს
პოლიტიკა - 12:22, 04 Jan, 2016     1431
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მორიგ სამუშაო შეხვედრას "თბილისი მარიოტში" მართავს.
შეხვედრის დაწყებამდე "ნიუპოსტს" იმ თემების შესახებ შეიტყო, რაზეც ოპოზიცია იმსჯელებს.
ოპოზიცია ახალ პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილს ამაზადებს, სადაც ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და საარჩევნო ცვლილებების შესახებ საუბარს ითხოვენ.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრების განცხადებით, მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ყოფილი პრემიერი შეხვედრაზე უარს ამბობდა, უმრავლესობამ კი საარჩევნო ცვლილება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ევროკომისია და ვენეციის კომისიაც პირდაპირ ავალდებულებდა.
დღესვე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი იმ წერილის საბოლოო ვარიანტზე შეჯერდება, რომელიც სწორედ ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
წერილის ავტორები მოქმედ საარჩევნო გარემოს აპროტესტებენ და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.
მათი თქმით, უნდა გასაზღვროს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის ძირითად პრიორიტები დღევანდელი ქართული საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ცვლილება 2020 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმის განხორციელება 2016 წლისთვისაც შესაძლებელია. რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით 240 ათასი ხელმოწერა შეიტანა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42