უნდა მოვყვე!
დღეს მამა გავიდა მაღაზიაში, გამყიდველ ნანის უთქვამს ჩვენთან რო ჩასახვევია, იქ ნანგრევებთან ვიღაც კაცი ასვენია, მგონი გარდაცვლილია საწყალიო, მაღაზიაში შემოსულებს დაუდასტურებიათ………… კი გარდაცვლილია და საბანი აქ გადაფარებულიო. მამაჩემი მეკითხება რა ვქნათ ვის დაურეკოთო… წავედი, ვნახე ცოცხალია, უბრალოდ ეძინა, შია და ცივა… ორჯერ მივაკითხე, კიდევ მივდივარ, არ ვიცი სასწრაფო გამოვიძახო თუ არა, ხშირად უარზე არიან ხოლმე, ეშინიათ იქ, სადღაც გადაყვანის… თან ვერ ველაპარაკები…
მოკლედ წავედი, კიდევ დავტოვებ სათქმელს… იქნებ თქვენს უბანშიც შია და ცივა ვინმეს და ასე უთენდება არამარტო ახალი წლის დილა, არამედ ყოველი დღე. მე მინდა ყველა გამოხვიდეთ გარეთ და ამ ადამიანებს მიუტანოთ საჭმელი, რომელიც დღეს ასე ბევრი გვაქ, მივუტანოთ მოსაცმელი, ადიალა და ა.შ… რაც გვემეტება…
მინდა, რომ ეს დამთავრდეს!..
გოგოლის ქუჩის დასაწყისში, სადგურის მოედნისკენ, ახლანდელი გ.დოლიძის ქუჩაა, კონსტიტუციის ქუჩას რო ჩაუყვებით პირველი გზაჯვარედინი.
მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, ამ საღამოსაც სახლიდან გასვლის წინ მივაკითხე ისევ იმ ადგილს, არავინ დამხვდა იქ, რაღაცეები დავტოვე პარკით ,,ლოგინზე" , დაახლოებით ერთი საათის წინ დავბრუნდი სახლში და გავიარე ისევ, კოცონი ენთო, ამჟამად უკვე სამნი იყვნენ... გაირკვა, რომ ლილოში არსებობს თავშესაფარი და კეთილი ადამიანების დახმარებით და ინფორმაციით იქ გადაიყვანენ სურვილის შემთხვევაში...........................
მასალის გამოყენების პირობები






