პრეზიდენტმა ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა
პოლიტიკა - 11:30, 01 Jan, 2016     1698
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასაც მიულოცა და სამხედრო ნაწილებს მიმართა:

„ჩვენი ფიქრი და ზრუნვა განსაკუთრებით თქვენაა დაკავშირებული - თქვენს კარგად ყოფნასთან, თქვენს ჯანმრთელობასთან და იმ მადლიერებასთან, რომელსაც ყოველი ჩვენგანი განვიცდით თქვენ მიმართ.

იცოდეთ, რომ განსაკუთრებით ვფიქრობთ თქვენზე, განსაკუთრებით გვადარდებთ და ამაყები ვართ თქვენით!

ასევე მინდა, მოგესალმოთ ქართული ჯარის სხვა დანაყოფებს, რომლებიც თქვენს უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კიდევ ერთხელ, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ქართული საზოგადოების სახელით!

რასაც თქვენ აკეთებთ - ეს არის გმირობა; გმირობა, რომელიც არ არის უჩვეულო ჩვენი გენისთვის და ჩვენი წინაპრებისთვის, მაგრამ, რომლის გაგრძელებაც ყოველ თაობაში და ყოველ წუთს ძალიან დასაფასებელია.

გმადლობთ, იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და გვაქვს შესაძლებლობა, დღეს პირველ რიგში, ჩვენს ავღანელ გმირებს მიულოცოთ ეს დღე.

თქვენთან ახალი წელი ნახევარი საათით ადრე დგება და მინდა, კიდევ ერთხელ, ჯანმრთელად და მშვიდობით უკან დაბრუნება გისურვოთ სამშობლოში, რომელსაც ძალიან სჭირდებით და რომელსაც ძალიან ეამაყებით! ძალიან მიხარია, რომ ასე მხნედ და ძლიერად ხართ!

მე რამდენიმე კვირის წინ შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს და ის განსაკუთრებით მადლიერია იმით, რასაც თქვენ ავღანეთში აკეთებთ. იქ საუბარი იყო, არა მარტო მხედრულ ღირსებაზე და უნარზე, რომელიც ქართელ ჯარისკაცებს გააჩნიათ, არამედ იქ იყო საუბარი იმაზეც, რა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ თქვენ ავღანელ ხალხთან, როგორ შეძელით იქ ამ ურთიერთობის დამყარება, რამდენად დიდი სამსახური გაუწიეთ ავღანური შეიარაღებული ძალების შექმნას. ეს განსაკუთრებით კარგად იცის ავღანეთის პრეზიდენტმა და ჩემთვის ეს იყო საამაყო, იმიტომ, რომ მან იცის ქართველი ჯარისკაცების ფუნქცია და ღვაწლი და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის.

ყველას გილოცავთ ახალ წელს! მინდა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დაცულობა, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება გისურვოთ.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის! აქ ჩართულია ყველა ქართული ქვედანაყოფი, მათაც ვულოცავ დამდეგ ახალ წელს!“, - ასე მიმართა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთში მყოფ ქართულ სარდლობას და დისლოცირებულ დანაყოფს.

გიორგი მარგველაშვილმა მართვის ცენტრიდან ყველა ბრიგადას და სარდლობას მიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო მისიებში მყოფ სამხედროებს ქვეყანაში მშვიდობით დაბრუნება.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მართვის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან, საერაშორისო მდივანთან თენგიზ ფხალაძესთან და სამხედრო მრჩეველთან ალექსანდრე ბარბაქაძესთან ერთად მივიდა.

თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42