ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს და მომავალშიც ერთად გადავდგამთ ძლიერ ნაბიჯებს - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 00:42, 01 Jan, 2016     2271
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო გალა-კონცერტიდან მიულოცა მოქალაქეებს ახალი 2016 წელის. ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარ მიმართვა თავისუფლების მოედანზე გააკეთა.

"გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად ვარ და აქედან ვულოცავ მთელ საქართველოს. ძალიან მინდა მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, გამარჯვების წელი. მომავალ წელს არის ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლისთავი. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა თაობამ და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო – შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, გადაარჩინა თავისი ოჯახები. ყველას შეგვეცვალა ცხოვრება – როგორ ვცხოვრობდით, მაგრამ მოვიტანეთ საქართველო, ქართული ღირებულებები და დღეს, როდესაც აქ თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ვზეიმობთ ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს აქ თქვენგან ვგრძნობ, იმ ერთობით და ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად.

თავისუფლება ნიშნავს ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ - ისეთი ნიჭიერები, როგორებიც ვართ, ისეთი განსაკუთრებულები, როგორებიც ვართ. თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი და შეცდომები, რომლებიც გვქონდა, თავისუფლება ნიშნავს გვიყვარდეს ერთმანეთი. თავისუფლება ნიშნავს გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებოდნენ და დღეს ჩვენ ამ ეპოქის, ამ ახალი ნაბიჯის დასაწყისს ვზეიმობთ. ძალიან მიყვარხართ. მიყვარს, რომ ერთად ვართ დღეს, მიყვარს, რომ ვზეიმობთ დღეს, მიყვარს, რომ ის განსაკუთრებული ნიჭიერება, რაც ჩვენშია დღეს აქ ვლინდება.

მთელ საქართველოს მინდა მოვულოცო - სულ ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ჯარისკაცებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მინდა მათგან დავიწყო ეს მილოცვა, იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენ სახელმწიფოს. მე მინდა მივილოცო ჩვენ არაჩვეულებრივ თანამემამულეებსაც, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან - თქვენ განსაკუთრებით გვენატრებით და გვიყვარხართ. მინდა მივულოცო იმ ასევე იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან და ვუთხრა, რომ ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს. მინდა თქვენ მოგილოცოთ, ჩვენო მომავალო თაობავ, ის ვინც გადაიბარებს ამ ქვეყნის მართვას და წარმართავს მომავალს. დიდი სიყვარულით გილოცავთ. თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები. გილოცავთ ახალ წელს", - მიმართა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42