2015 წელი საქართველოსთვის ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დასამახსოვრებელი. უდიდესი მეცნიერული პროგრესის პარალელურად მსოფლიოში საშინელი ტერაქტები და სისხლისმღვრელი შეტაკებებიც ხდებოდა.
იანვარი
წლის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა 7 იანვარს ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე და ქაშერულ სუპერმარკეტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები იყო. რედაქციაში ძმები კუაშების მიერ მოწყობილ საზარელ ტერაქტს შეეწირა სულ ცოტა 12 ადამიანი, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი, ასევე ორი პოლიციელი. ხოლო ამედი კულიბალის მიერ ქაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმას კი 4 ადამიანი ემსხვერპლა. მე ვარ შარლი - ამ ფრაზის ირგვლივ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მთელი მსოფლიო გაერთიანდა.
იანვრის თვე არც საქართველოში გამოირჩეოდა სიმშვიდით, გარდა იმისა რომ მსაოფლიოში მომხდარი მძიმე მოვლენები გარკვეულწილად საქართველოზეც მოქმედებდა. ხმაურიანი მკვლელობა საქართველოშიც მოხდა.

თებერვალი
27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „Солидарность“ დამფუძნებელი, ბორის ნემცოვი მოკლეს. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ყველა დარწმუნებულია რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელი ურევია, დამკვეთი ჯერაც არ დასახელებულა და ბორი ნემცოვის მკვლელობა კვლავ ბურუსითაა მოცული.

მარტი
მარტი საქართველოში ფინანსური პრობლემებით გამოირჩეოდა. ლარმა თითქმის თავისი არსებობის განმავლობაში გაუფასურების უკიდურეს ზღვარს გადაცდა. 28 მარტს თბილისის ცენტრში ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფთანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.


აპრილი
შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მაისი
მაისის თვეც არანაკლებ ტრაგიკული მოვლენებით გამოირჩეოდა ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილმა ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან აჭარაში გასტროლებზე მყოფი რუსთავის ცეკვის ანსამბლის „სიხარული2“-ის წევრების თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქარაძისა და რევაზ დემეტრაშვილის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ივნისი
თბილისში ივნისის თვეში მომხდარმა მოვლენებმა არა მარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. მდინარე ვერეს სათავეში ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარის ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც.
სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა , დაღუპულებს შორის იყვნენ ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, წყალდიდობას ემსხვერპლა ცხოველების დიდი ნაწილი,ნაწილი კი ქალაქში გაიქცა. ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა ქალაქის ცენტრში ერთი ადამიანი დაგლიჯა.

ივლისი
ივლისის თვემ სუპერთასის მოლოდინის ციებ-ცხელებაში გაიარა. ბილეთების რიგში ადამიანებმა რამდენიმე რამე გაატარეს. ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. ექიმებმა რამდენიმე მოქალაქეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ზოგს კი ჰოსპიტალიზება დასჭირდა. ერთი მამაკაცი კრუნჩხვის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღის განმავლობაში სასწარფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს რამდენიმე ადამიანის დახმარება მოუწიათ, ისინი სავარაუდოდ სიცხისა და დაღლილობის გამო ცუდად გახდნენ. მთელი ივლისი საქართველო "ბარსელონა-სევილიის" მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.

აგვისტო
აგვისტოს დასაწყისში თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოვიდნენ. ევროპის სუპერთასზე ”ბარსელონასა” და ”სევილიას” დაპირისპირებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რამდენიმე ისტორიული მიღწევაც დააფიქსირა. თბილისური მატჩი ყველაზე შედეგიანია ევროპის სუპერთასის გათამაშების ისტორიაში.”დინამო არენაზე” მიმდინარე დაძაბული ორთაბრძოლა კატალონიური გუნდის ”ბარსელონას” გამარჯვებით 5-4 დასრულდა. ბარსელონა-სევილიას შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრე 4-4 დამთავრდა. ბარსელონას მხრიდან ორი გოლი ლიონელ მესიმ, თითო-თითო კი რაფინიამ და სუარესმა, სევილიელების მხრიდან კი გოლები ბენეგამ, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ გაიტანეს. გამარჯვების გოლი დამატებით დროში 115-ე წუთზე პედრომ გაიტანა.
აგვისტოს თვეში საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" ჩატარდა. ოლიმპიადის ფარგლებში ქართულმა მხარემ სულ შვიდი მედალი მოიპოვა. აქედან 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი. ოქროს მედალი ძიუდოისტებმა რობიზონ ბეგლრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მზია ბებოშვილმა მოიპოვეს.
ამასთანავე "ფეისბუკის" დამაარსებელის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 24 აგვისტოს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: სოციალური ქსელის ისტორიაში პირველად, ერთ დღეში მას ყველაზე მეტი - 1 მილიარდი ადამიანი ესტუმრა! ამის შესახებ ცუკერბერგმა "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა და ემოციური ვიდეოც დაპოსტა.

სექტემბერი
სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო ერთი დრით დატოვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. თუმცა მეორე დღეს მას რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რის შემდეგაც ის სასამართლო შენობიდან ციხეში დაბრუნდა.
მიგრანტების კრიზისის ფონზე , თურქეთის სანაპიროსთან, ბოდრუმში გამორიყული 3 წლის სირიელი ბავშვის ფოტომ ინტერნეტსივრცე შეძრა.


ოქტომბერი
ოქტომბრის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით გამოირჩეოდა. საზოგადოების უმრავლესობა რ2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამარტლო პროცესებს თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად აფასებდა. ქიბარ ხალვაშმა აგვისტოში რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ, დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საკონსტიტუციო სასამართლომ კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა. რამდენიმე დღეში საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტს უფლებამოსილება შეუჩერა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმაც შეაჩერა.

ნოემბერი
ნოემბრის თვეში საქართველოში მთავარი ტემა კვლევ "რუსთავი2"-ის საკითხი იყო, თუმცა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც არანაკლები რეზონანსი მოჰყვა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.
13 ნოემბერს, გვიან ღამით, პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა. საფრანგეთის დედაქალაქის 6 სხვადასხვა ადგილას, ტერორისტებმა მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა 130-მდე ადამიანი, 350-ზე მეტი კი, დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს.

დეკემბერი
დეკემბრის თვეში ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.
თვის ბოლოს ყველასთვის მოულოდნელად სამწლიანი ანგარიშის წარდგენიდან რამდენიმე დღეში პოსტი დატოვა საქარტველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. წინასაახალწლო მზადების პროცესში პარლამენტს სასწრაფო რეჟიმში მოუწია მთავრობის დამტკიცება, რომელშიც ახალი მხოლოდ საგარეო საქმეტა მინისტრია და რომელმაც გაპრემიერებული კვირიკაშვილის ადგილი დაიკავა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასევე ე.წ "ისლამური სახელმწიფო" და ამ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ გაერთიანებული მსოფლიო. თურქეთის მიერ მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება. სისხლიანი ტერაქტები ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ში თუ ავღანეთში. მიგრანტების კრიზისი ევროპაში. კურიოზული და სკანდალური სილამაზის კონკურსი "მის სამყარო" და სხვა მრავალი.
მასალის გამოყენების პირობები






