პრეზიდენტს სასამართლოზე გავლენის მოპოვება სურს, ამ ყველაფერს სათავეში უდგას რუსთავი 2 - ივანიშვილი
პოლიტიკა - 22:14, 30 Dec, 2015     1627
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტის ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტს სასამართლოზე გავლენის მოპოვება სურს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის ამისთვის ლევან მურუსიძის გარშემო ატეხილ აჟოიტაჟს იყენებს. ექსპრემიერის განცხადებით, პროცესებს სათავისოდ იყენებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი.

"ხელისუფლების ნაწილმა, მათ შორის პრეზიდენტმა დაიწყო სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობა. პრეზიდენტმა მოსვლისთანავე მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება. უსუფაშვილს შვიდჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია, თუ რა უფლება ექნებოდა პრეზიდენტს. შვიდივეზე უარი თქვა და რაღაც საოცრებებს ითხოვდა. მას უნდოდა პრემიერის და საკუთარი გუნდის უფროსი ყოფილიყო. ამას ვერ ახერხებდა და ეხლა მოახერხა სასამართლოზე ზეწოლა. კარგად იკვეთება თუ ვისგან არის მართული სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები. უნდათ მიაწერონ ეს „ქართულ ოცნებას“, რომ ლევან მურუსიძის დანიშვნა მათ უნდათ. გეტყვით, რომ კოალიციის ზოგიერთი წევრი განცხადებების დროს აჭარბებს და ერევა სასამართლოს უფლებებში. ზოგი ახსენებს ყველას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მურუსიძის დანიშვნა მათი უფლებაა. მეც არ მომწონს მისი დანიშვნა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ის 3 წლით აირჩიეს. ის რა დონეზეც ეს თემა მუსირებს, მსგავსიც კი არაფერი ხდება. კიდევ ერთი რამ, ამ ყველაფერს სათავეში უდგას „რუსთავი 2“ და ამ პროცესებს იყენებს თავიდან ბოლომდე იკვეთება ესეც სხვადასხვა პრეზიდენტის ხელწერებში. ეს ყველაფერი რაც ხდება არის პრეზიდენტის მხრიდან მცდელობა სასამართლოზე გავლენის მოსაპოვებლად", - ამბობს ივანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42