როგორც გადაცემა 2030-ის ეთერში სტუმრობისას ივანიშვილმა განაცხადა, დედაქალაქში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელშიც მერიის ბრალეულობა არ არის.
„მე ვაფასებ დადებითდ, ნარმანიაზე იგივეს ვიტყვი, რაც ადრე მითქვამს. ის ზედმეტად მეთოდურია, თავისი განწყობით მეცნიერია. შეიძლება ეს შლეიფი ვერ მოიშორა, ზედმეტად მკვლევარია, შეიძლება ცოტა აყოვნებს და შეიძლებოდა მეტი ცეცხლის დანთება, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ გვყავს ნარნამიას სახით ცივილიზებული, მომართული პოლიტიკოსი, რომელიც აკეთებს იმას, რაც კონსტიტუციით ევალება. გავიხსენოთ წინა მმართველობა. მოდიოდნენ რომ ერთი კაცის სურვილები გამოეცნოთ, უგულავა ხომ გახსოვთ, რატომ არის პატირობაში, იმიტომ რომ ფულს იყენებდა ნაცების აგიტატორობაში. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, თბილისი არის რთულად სამართავი, თვალშისაცემია რაც ხდება დედაქალაქში. თბილისი არის ძალიან რთული სამართავი, აქ ცხოვრობს ნახევარი საქართველო და პრობლემები ყველასთვის თვალშისაცემია, ბევრი პრობელმა ობიექტურია და არ არის ნარმანიას გუნდის ბრალეულობა. გნებავთ ამდენი მანქანების სიმარავლე. თბილისი არის რთული ობიექტი“, - ამბობს ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






