როგორც გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ივანიშვილმა განაცხადა, ვინც ცდილობს, რომ მარგველაშვილის ქმედებები „გააპრავოს, არ გამოუვა“.
„სააკაშვილს გაუპრავეს ეს. გიორგიმ თქვა, რომ პრეზიდენტი თავის ადგილზეაო. მე ეს შეიძლება ავხსნა შემდეგნაირად და გავიხსენე კავკასიური ცარცის წრე. მთავრობის გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის, თუ სად უნდა შევიდეს. რომ ნახეს, რომ ეს კაცი არაფრად არ აგდებს არავის, ისე როგორც კავკასიურ ცარცის წრეშია... გენეტიკური დედა გახსოვთ.. გენიალური სპექტკლი რობიკოს დადგმული... ბავშვის გასაგლეჯად მზად არის, ოღონდ თავისი სურვილი აისრულოს. ასე მარგველაშვილი. ჩვენი პოლიტიკისთვის ეს იქნება დამაზიანებელი. ღარიბაშვილის გუნდმაც და კვირიკაშვლის გუნდმაც ეს იციან. მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყანა დააკნინო. იძლებულნი არიან აკეთონს მსგავსი განცხადებები. თუმცა კვირიკაშვილსაც შევახსენებ და სხვებსაც, ვინც ცდილობს გააპარაონ, რომ არ გამოუვათ. მილიონობით დოლარს ხარჯავს თავისი ხასიათის დაოკების გამო და არ გადადის იქ, რაც გაურემონტეს, ამის გამო საზოაგდოება და მეც ვიქნებით ყურადღებით და გვექნება საკრიტიკო ამ საკითხზე ვინც ცდილობენ, რომ გარეთ ცუდი ხმები არ გავიდეს. სახელმწიფოში ყველამ კეთილი ინებოს და კანონს დაემორჩილონ, წაიკითხოს რაც ეკუთვნის ის მიიღოს და ის უფლებები განახორიცელოს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






