,,აღფრთოვანებული ვარ მისით... საოცარი ინფორმაცია მოდიოდა ევროპიდან და ამერიკიდან“ - ივანიშვილი კვირიკაშვილზე
პოლიტიკა - 21:11, 30 Dec, 2015     3610

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს აქვს პერსპექტივა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს.

მისი თქმით, სწორედ არის საფუძველი რის გამოც, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეჩერდა.

„კვირიკაშვილის შერჩევაზე კონსულტაციები გუნდს ჩემთან არ გაუვლია, კონსულტაციები გაიარეს კვირიკაშვილთან. ვისი იდეა იყო, ეს ხაზგასასმელი ჩემგან არ იქნება. ჩემთვის პირადად კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო დიდი აღმოჩენა. მისი მინისტრობის მოკლე პერიოდში მან აჩვენა ის ნაწილი, რომელიც ამოუცნობი იყო ჩემთვის. ალბათ ისიც ძალიან კმაყოფილია. საოცარი ინფორმაცია მოდიოდა ევროპიდან და ამერიკიდან. ზოგადად გიორგისთან ხშირად მქონდა ურთიერთობა, მითუმეტეს როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო. ეკონომიკურ გუნდთან ახლო ურთიერთობა მქონდა. გიორგი რომ კარგი ფინანსისტი იყო ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი როგორი დიპლომატი იყო. აღფრთოვანებული ვარ მისით. ის, რომ მან მოკლე დროში დიპლომატიაშიც ბევრი წარმატება მიიღო, ეს გახდა საფუძველი, რომ არჩევანი მასზე შეჩერდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი და პოლიტიკური ლიდერი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პრემიერი იქნება. საკუთარ თავზეც ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დიდ ანგარიშს ვუწევ მორალს და საკუთარ მეს. ესეთი მოწესრიგებული კაცი, როგორიც კვირიკაშვილია, ბევრი არ ვიცი. ის საოცრად დაბალანსებული პიროვნებაა. ვფიქრობ, მას აქვს პერსპექტივა დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას. გიორგი რომ კარგი მენეჯერია ყველამ იცის. როგორ პოლიტკურ ლიდერი იქნება, ეს კითხვა რჩება ჩემთვის კითხვად. მგონია, რომ კარგი პოლიტიკური ლიდერი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42