"თავისუფალმა დემოკრატებმა" ლევან მურუსიძის წინააღმდეგ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს
პოლიტიკა - 15:16, 30 Dec, 2015     1534

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები მოითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც ლევან მურუსიძე სააპელაციო საბჭოს მოსამართლედ აირჩიეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებმა პეტიცია შეადგინეს.

"პარლამენტის წევრები უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს, რასაც შედეგად მოჰყვა 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ გამწესების შესახებ. აღნიშნული ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს დასამარება.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება გარიგებაშია შესული "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ სასამართლო სისტემაში მოღვაწე მოსამართლეებთან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია გახმაურებულ საქმეებთან, მათ შორის გირგვლიანის საქმესთან. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 14 ივლისს არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილება უაღრესად შემაშფოთებელია მორალური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მიღებული გადაწყვეტილება აღძრავს საფუძვლიან ეჭვს სასამართლო სისტემის მმართველი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებლობის თაობაზე და საზოგადოებაში იწვევს მძაფრად უარყოფით რეაქციას.

ყოველივე ამის გამო ჩვენ, ქვემოთ ხელმოწერები, მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თანამდებობზე 2013 წელს აირჩია საქართველოს პარლამენტმა აღარ გააჩნიათ მორალური უფლება, დარჩნენ დაკავებულ თანამდებობებზე; ჩვენ ერთხმად და კატეგორიულად მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლად დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო’’,– ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელს აწერენ ფრაქცია ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42