"ქართული ოცნება" უბრალოდ მიხვდა, რომ პოლიტიკა, რომელიც მას აქვს ეკონომიკურ-სოციალურ თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, რეალურად ძალიან რთულია მისი შენარჩუნება და გარკვეულად რთულია წარმატებაზე ისაუბროს. ღარიბაშვილის ანგარიში არ იქნა გაზიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის მცდელობა, რომ უსაფრთხო ბიზნესზე თავისუფალ ბაზარზე და ზრდაზე იყოს ორიენტირებული, ეს არის მისი შეხედულებები, თუმცა მთავრობა იგივე დარჩა. ხედვები იგივე დარჩა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული იქნება მან განახორციელოს ეს ხედვა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ მემარცხენე პოლიტიკიდან მთავრობა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული, ახალი ტიპის ეკონომიკაზე გადავიდა, წარმატებას ვუსურვებ და ვნახოთ, უახლოეს პერიოდში რა შედეგებს მოგვცემს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






