ISIS-ის ლიდერის გაქართულებული მიმართვა და დამწვარი ნაძვის ხე- რას ამბობენ პანკისში
პოლიტიკა - 13:42, 30 Dec, 2015     2871
პანკისში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნებას „ნიუპოსტთან“ აფასებს.

„სამწუხაროდ ამ დაჯგუფებას აქვს მიზიდულობა, იმის მიუხედავად რა სისასტიკეს ჩადის ISIS-ი. ტერორისტებს საერთო არ აქვთ ისლამთან. რელიგიის ტერორიზმთან გაიგივება არასწორია, რადგან ამ ორ ცნებას საერთო არაფერი აქვს. ისინი არიან სპეცსამსახურების მიერ შექმნილი დაჯგუფება, რომელსაც ევროპამ სახელიც კი შეუცვალა და "დაეშის" წევრებად მოიხსენიებენ. რაც შეეხება უშუალოდ მიმართვას, ჩემი აზრით, ეს მოწოდება საფრთხის შემცველი არ არის. ქართულენოვანი თარგმანი ალბათ გაკეთდა იმ ქართველი მოსახლეობისთვის, რომლებიც სამწუხაროდ არჩევანს აკეთებენ და მიდიან საბრძოლველად საქართველოდან“- აღნიშნა ხანგოშვილმა.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი პანკისის ხეობის სოფელ დუისის ცენტრში 2 დღის წინ დადგმული ნაძვის ხის დაწვის ფაქტსაც გამოეხმაურა.

როგორც ხანგოშვილმა აღნიშნა, პანკისში ნაძვის ხე ადგილობრივების ინიციატივით, წელს პირველად დადგეს და ყველას უხაროდა.

მექა ხანგოშვილმა ახმეტის პოლიცია საქმის შესწავლისკენ მოუწოდა.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ნაძვის ხე ვაჰაბიტებმა დაწვეს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ასეთი ვარაუდი ნამდვილად არსებობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისლამი არ კრძალავს ნაძვის ხის დადგმას, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები ახალ წელს არა პირველ იანვარს, არამედ 21 მარტს აღნიშნავენ. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ვაჰაბიტებმა დაწვეს, გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს ყველაფერი“- აღნიშნა ხანგოშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42