საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრის ორგანიზება პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.
"უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან. მინდა ბიზნესომბუდსმენს ვთხოვო საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი და მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, რომ მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ. ასევე მინდა, უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას. მინდა მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალეა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






