ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება - პრემიერი
პოლიტიკა - 09:55, 30 Dec, 2015     977
საქართველო უნდა გაერთიანდეს, საზოგადოება უნდა გამთლიანდეს და საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორდღიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და ტელემაყურებელს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდა.

პრემიერის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობამ წარადგინა დეტალური ხედვები, როგორ გახდეს ქვეყანა უკეთესი, შეიქმნას მეტი დოვლათი და მოქალაქეებმა თავი უკეთ იგრძნონ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ორი დღის განმავლობაში საინტერესო დებატები გაიმართა.

„იყო მცდელობა, ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული, თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. ჩვენ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი, ისევე, როგორც ეკონომიკის განვითარება, მეტი დოვლათის შექმნა ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42