იქნება ბევრი პოლემიკა, მაგრამ იმედი მაქვს აღარ იქნება ისტერიკა- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 09:50, 30 Dec, 2015     1300
ჩვენ პატარა ქვეყანა და საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ დავიხლიჩოთ და დავხარჯოთ ენერგია, რომ ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ უკეთესი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი გუნდთან ერთად განაგრძობს კარგი საქმეების კეთებას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლიერება გამოხატა იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომელმაც მისი კანდიდატურა დაასახელა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ოპონენტებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ადვილად აუღო ალღო ახალ პოლიტიკურ რეალობას და გაწვდილი ხელი ჰაერში არ დატოვა. იმედი მაქვს, დანარჩენებიც დროთა განმავლობაში მოახდენენ ადაპტირებას ახალ პოლიტიკურ რეალობასთან. ერთადერთი სურვილი და მოლოდინი, რომელიც გამაჩნია, არის ის, რომ იმ წუთიდანვე, როგორც დამთავრდება კენჭისყრა, ჩვენს გუნდს მიეცეს საშუალება, დაიწყოს იმ პროექტების აღსრულება, რომლებზეც ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი პოლემიკა, მაგრამ იმედი მაქვს აღარ იქნება ისტერიკა და ქვეყნისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილების კონსტრუქციული განხილვა შედგება. მინდა დაგიდასტუროთ სურვილი, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეალობა, რომ ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, მათ აღარ ეშინიათ ხელისუფლების, ავად გახდომის, აქვთ შესაძლებლობა, მისცენ უკეთესი განათლება შვილებს, სოფლიდან აღარ იხიზნებიან ქალაქებში, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს; ასევე, უნდა შეიქმნას უკეთესი პირობები ყველა მოქალაქისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.

„საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მისი წევრები. დიდი სურვილი მაქვს, ავაშენოთ ასეთი ქვეყანა და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, ამ პარტიაში, ამ სახლში შეიტანოს სითბო და შუქი, მიეცეს ამის საშუალება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42